ხათუნა სამნიძე – „ქართული ოცნება“ რა მიზეზს იპოვის, რომ არ შედგეს სასესიო სხდომა, ჩემთვის უცნობია, თუმცა გამიკვირდება, საკითხების განხილვისთვის ოპოზიციასთან დისკუსიაში შევიდნენ
„ქართული ოცნება“ რა მიზეზს იპოვის იმისთვის, რომ არ შედგეს სასესიო სხდომა, ჩემთვის უცნობია, თუმცა გამიკვირდება, რომ ადეკვატურად შეხვდნენ ჩანიშნულ სესიას და დღის წესრიგით მოთხოვნილი საკითხების განხილვისთვის იმსჯელონ, იკამათონ და ოპოზიციასთან დისკუსიაში შევიდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არის საკითხები, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია 12 პუნქტის შესასრულებლად და ამისთვის სასესიო დარბაზში მსჯელობა და მანამდე კომიტეტის მოწვევა არის პოლიტიკური ნება, რომელიც უნდა გამოიჩინოს „ქართულმა ოცნებამ“, რადგან დღეს ბურთი მათ მოედანზეა.
„რა საჯარო განცხადებებიც მოვისმინე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რა თქმა უნდა, მოლოდინი არ არის, რომ ისინი ადეკვატურად შეხვდებიან ამ მოთხოვნას და გაიმართება სასესიო სხდომა. უფრო მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მოძებნიან რაღაც მიზეზს იმის მსგავსად, რაც ვიხილეთ წინაზე, როდესაც ჩაინიშნა სხდომა და ჩაკეტეს სასესიო დარბაზი. ამჯერადაც ისინი არ ჩაატარებენ სხდომას, თუმცა ყოველთვის აქვს აზრი, რომ ჩვენ რეგლამენტის გამოყენებით ყველა ღონეს მივმართოთ იმისთვის, რომ სხდომა შედგეს. ოპოზიცია ამისთვის ნაბიჯებს დგამს და იმედს მაინც ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს არსებულ რეალობას და ამ ისტორიულ შანსს, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ნახავს პოლიტიკურ ნებას, ძალას იმისთვის, რომ ამ რთულ მომენტში შედგეს სასესიო სხდომა და ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია 12 პუნქტის შესასრულებლად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...