12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებს ხვდებიან

Read Time:37 Second

პარლამენტი ევროპული რეკომენდაციების შესრულებას აგრძელებს – ამ წუთებში, ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან მართავენ შეხვედრას. შეხვედრაზე 12-პუნქტიანი გეგმა განიხილება. ეს პირველი საორგანიზაციო შეხვედრაა.

„12-პუნქტიან გეგმაში სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების მიმართულებით, შესაბამისი წინადადებების შემუშავებაზეა საუბარი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ამ სამსახურების შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებაზე. ამ მიზნით, დღეს, ბატონ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ორივე სამსახურის ხელმძღვანელთან ვიკრიბებით. პირველი საორგანიზაციო შეხვედრის ფარგლებში, მათ ვთხოვთ თავიანთ ხედვას, თუ როგორია ის ამ წინადადებებთან დაკავშირებით – როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური განვითარება, რა წინადადებებზე შეიძლება ფიქრი. ეს პირველი საორგანიზაციო შეხვედრა იქნება. ამის შემდეგ, უკვე გაფართოებულ ფორმატში, იმ შემოთავაზებებზე ვიმსჯელებთ, რომლებიც ამ სამსახურის ხელმძღვანელებს ექნებათ, რომლებიც, ასევე, ჩვენც გვექნება და შესაძლებელია, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდეთ“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხაშურის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სამინისტროს ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომი
Next post ხათუნა სამნიძე – „ქართული ოცნება“ რა მიზეზს იპოვის, რომ არ შედგეს სასესიო სხდომა, ჩემთვის უცნობია, თუმცა გამიკვირდება, საკითხების განხილვისთვის ოპოზიციასთან დისკუსიაში შევიდნენ