8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბ.გ. და ზ.გ. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ასევე, ზ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე.
„პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს.
ასევე, დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს, ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (ორი ეპიზოდი) და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურის ცნობით, სასამართლოს მიერ ზ.გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან) და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რას ჰყვებიან თვითმხილველები
რუსთავში მომხდარი სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი კაცი, რომელმაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, 27 წლის გიორგი ფირაშვილია. მან მეუღლეს,...
აღსრულების ეროვნული ბიურო აღმასრულებელთა ევროპულ კავშირს (UEHJ) შეუერთდა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში (UEHJ) ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრების...
შსს – ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა. როგორც შინაგან...
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პრაიმტაიმის“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
დააკავეს 23 წლის ძმა, რომელიც ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, რის შემდეგაც, მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული...
გარდაბანში ძმამ და მოკლა
გარდაბანში ძმამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო. შინაგან...