რუსთავში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი – რას ჰყვებიან თვითმხილველები

Read Time:1 Minute, 10 Second

რუსთავში მომხდარი სასტიკი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კაცი, რომელმაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, 27 წლის გიორგი ფირაშვილია.

მან მეუღლეს, მარიამ სოფრომაძეს და მის დედას, ინგა ბედაშვილს, ქუჩაში, სანადირო თოფიდან ხუთჯერ ესროლა. მამაკაცმა ცეცხლი მაშინ გახსნა, როცა მისი მეუღლე და სიდედრი, სკვერში, 9 თვის ჩვილს ასეირნებდნენ.

„ყურსასმენები მეკეთა და ხმა ყურსასმენებშიც გავიგე, რომ გავიხედე, ხალხი გარბოდა, ის ისროდა. სანამ სკვერი გადავჭერი, მანამდე აქ იდგა და არ წასულა. ამბობენ, რომ გაჩერდა და თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციასო”. 

„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი. გოგოები გარბოდნენ, ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს“, – ამბობს თვითმხილველი.

მოკლულების მეზობლები „კურიერთან“ საუბრისას ამბობენ, რომ მარიამ სოფრომაძე და გიორგი ფირაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა ბოლო დროს ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

„დიდი ხანია არც არიან შეუღლებულები, პატარა ბავშვი ჰყავდათ. სიძეს ვხედავდით, მოდიოდა ხოლმე, ბავშვს აკითხავდა, არასოდეს, ზედმეტი არ შეგვინიშნავს. ინგა ჩვენი საუკეთესო მეზობელი, მეგობარი იყო. მარტოხელა, 5 შვილის დედა, მშრომელი ადამიანი“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

შემთხვევა დუმბაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა.

სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული გიორგი ფირაშვილი ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ბევრი ჩვენი მეგობარი საქართველოს არ აღიქვამს, როგორც სრულფასოვან ქვეყანას – ისინი გვიყურებენ, როგორც ერთგვარ ნახევარკოლონიას, რომელმაც პირდაპირ უნდა შეასრულოს გარედან წამოსული ბრძანებები
Next post თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე – ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. „ქრონიკის“ სიუჟეტი