მიხეილ სარჯველაძე: პოლიცია არის უწყება, რომელიც დარაჯობს თითოეული ადამიანის თითოეულ უფლებას
„შეიძლება ბევრს ახალგაზრდა ასაკის გამო არ ახსოვდეს მდგომარეობა, რომელიც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ დახვდა და რომელიც გვაქვს დღეს ამ ხელისუფლების პირობებში. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: 25 000 პატიმრის ნაცვლად, 10 000-ს ჩამოვცდით, ან კიდევ შეკრებითობის წესი რომ აღარ გვაქვს და 30 წლით არ ვაპატიმრებთ ლუდის მომპარავ არასრულწლოვანს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
მისი თქმით, ბევრი პროგრესული ნაბიჯია გადადგმული და რეფორმაა გატარებული, მათ შორის, ვახტანგ გომელაურის ჩართულობით.
„მთავარია, რომ სამინისტრო ორიენტირებულია პროგრესზე და პროგრესირებს და ვახტანგ გომელაურის დამოკიდებულებაც ამ პროცესში კარგად ჩანს და იკვეთება, რომ თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე რომ ჰქონდეთ კონკრეტული მაჩვენებლები გაუმჯობესებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი შეფასებით, მინისტრის ანგარიშში საუბარი იყო ყველა გამოწვევაზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
„განსაკუთრებით სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ანგარიშში იყო საუბარი, მაგალითად, შშმ პირთა უფლებებზე და სამოქმედო გეგმაზე. რა თქმა უნდა, ეს დასაფასებელია, რომ მინისტრი და სამინისტრო ამ კონტექსტში ხედავს და განიხილავს როგორც მიმართულებას შემდგომში განვითარებისთვის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, პოლიცია არის უწყება, რომელიც „დარაჯობს თითოეული ადამიანის თითოეულ უფლებას“ და სწორედ ამ ფუნქციიდან გამომდინარეობს მისი პირადი პატივისცემა და დაფასება ყველა პოლიციელისადმი და უწყების სათავეში მდგომი ვახტანგ გომელაურისადმი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...