მამუკა მდინარაძე – ზურაბ ადეიშვილი იყო მთავარი ჯალათი ამ ქვეყანაში, მას პასუხს გასცემს საქართველოს მართლმსაჯულება, სამწუხაროა, რომ იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში

Read Time:57 Second

ზურაბ ადეიშვილი იყო მთავარი ჯალათი ამ ქვეყანაში, მას პასუხს გასცემს საქართველოს მართლმსაჯულება, სამწუხაროა, რომ იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ადეიშვილი დღეს უკრაინაში რაღაც გავლენებით სარგებლობს.

„რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, ის იყო მთავარი ჯალათი ამ ქვეყანაში, როგორც იტყვიან, უფრო დავარცხნილი, რადგან გენპროკურორის, შემდეგ მთავარი პროკურორის კაბინეტში იჯდა, მაგრამ უფრო საშიში, ვიდრე ფიზიკურად აღმსრულებლები იმ სისასტიკის, რასაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა. ის იყო ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი.

სხვათა შორის, დღეს წაკამათება რომ იყო სხდომათა დარბაზში, პირადად ჩემი მისამართით რომ ვერაფერს მოიფიქრებენ ხოლმე, ერთ-ერთი მათი ნარატივია პირადად ჩემზე, რომ „ნაცმოძრაობის“ და ადეიშვილის საქმეებს ალაგებდაო.

მინდა, აქვე გავაკეთო ერთი განცხადება, ჩემს ცხოვრებაში ის კაცი ნანახი არ მყავს და არც სურვილი მქონია არასდროს, არც შეხება მქონია არასდროს და არც ახლა მაქვს მისი ნახვის დიდი სურვილი. მას პასუხს გასცემს საქართველოს მართლმსაჯულება, მაგრამ სამწუხაროა, რომ იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში. ვინმემ სხვანაირად რომ არ გაიგოს ამ საომარ სიტუაციაში, მეტს ამასთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთი ფაქტია – ეს ადამიანი, სამწუხაროდ, დღეს იქ რაღაც გავლენებით სარგებლობს და საქართველოში იყო იმ სისასტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომელიც დაღად აწევს ამ ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას
Next post მიხეილ სარჯველაძე: პოლიცია არის უწყება, რომელიც დარაჯობს თითოეული ადამიანის თითოეულ უფლებას