ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას

Read Time:58 Second

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ პლენალურ სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პრეზიდენტი მზად არის საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს.

„მივმართავ უმრავლესობის წევრებს, დღეს გაიჟღერა ოპოზიციის მხრიდან ინიციატივამ საქართველოს პარლამენტში, უკრაინის პრეზიდენტის მოწვევასთან დაკავშირებით, მე მომეწონა ეს ინიციატივა. რამდენიმე დღის წინ აქ გქონდათ უკრაინის დროშა გაშლილი, გქონდათ პირბადეები საქართველო უკრაინის დროშით და ეს პირბადეები გამოხატავდა ჩვენს სოლიდარობას. ჩვენ ოპოზიციის მხარე ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა, აქ საქართველოს პარლამენტში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მე ძალიან დიდი სურვილი მექნება და ალბათ საქართველოს საზოგადოებასაც, რომ ამ მხრივ ჩვენ ერთიანობა ვაჩვენოთ. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასთან, მქონდა დღეს საუბარი და პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას, მე შემიძლია ეს დავადასტურო და ჩვენ, როგორც პარლამენტმა და თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, ყველამ ერთად უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რადგან პრეზიდენტი ზელენსკი გამოდის კონგრესში, ბუნდესტაგში, სენატში, მიმართავს ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის პარლამენტს და წარმომადგენლობით ორგანოებს, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს სოლიდარობა არ დარჩება, მხოლოდ უკრაინული დროშის გაკვრით. მე დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს და საქართველოს საზოგადოებას არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი ან ვინმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნად და საქართველოს საზოგადოებას არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს საქართველოს პარლამენტიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც ის, ევროპელ ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა
Next post მამუკა მდინარაძე – ზურაბ ადეიშვილი იყო მთავარი ჯალათი ამ ქვეყანაში, მას პასუხს გასცემს საქართველოს მართლმსაჯულება, სამწუხაროა, რომ იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში