პრემიერი: ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც ის, ევროპელ ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა

Read Time:37 Second

ვაფასებთ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ჩვენი ხალხების საერთო ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში სოლიდარობისა და ურთიერთთანადგომის არაერთი მაგალითი გვაქვს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაგალითად 2008 წლის აგვისტოში თბილისში პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ვიზიტი მოიყვანა.

„ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავიეცკის ბათუმში მასპინძლობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენი – პუტინი არის მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ
Next post ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას