ჯო ბაიდენი – პუტინი არის მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ

Read Time:25 Second

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მკვლელი დიქტატორი უწოდა.

წმინდა პატრიკის დღესასწაულთან დაკავშირებით საუბრისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში არსებულ ვითარებასაც შეეხო და პრეზიდენტი პუტინი მოიხსენია როგორც „მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.

ერთი დღით ადრე კი, ბაიდენმა პუტინი სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია. რასაც კრემლიდან პასუხი მოჰყვა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სრულიად მიუღებელი, შეუსაბამო და უპატიებელია ბაიდენის მხრიდან მსგავსი განცხადებები. იმ ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც ბირთვული ბომბი ჩამოაგდო დამარცხებულ ქვეყანაში. პესკოვი განმარტავს, რომ ჰიროშიმასა და ნაგასაკის გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მათეუშ მორავიეცკი: გზა, რომელიც აირჩია საქართველომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს
Next post პრემიერი: ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც ის, ევროპელ ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა