მათეუშ მორავიეცკი: გზა, რომელიც აირჩია საქართველომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს

Read Time:1 Minute, 33 Second

ბატონო პრემიერო, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი გულახდილი საუბრისთვის. ამ ორმხრივი, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, რომელიც ვითარდება, მაგრამ ვიცით, რომ შეიძლება იყოს უკეთესი, განვითარდეს უკეთესად და უფრო სწრაფი ტემპით, რომ არა ეს რთული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ახლა არსებობს, -ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„პოლონეთი, უკრაინა, საქართველო რთულ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან ეს არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა. ჩვენ, ყველას გვსურს, ვიცხოვროთ მშვიდობიან პირობებში, მშვიდობიან ქვეყნებში, თუმცა სამწუხაროდ კრემლში ჯერ ეს არ ესმით და ის აგრესია, რომელიც გამოხატულია საქართველოს, უკრაინის მიმართ და ევროკავშირის, ესაა ძირითადი პოლიტიკა, რომელსაც ახლა რუსეთი ამჟღავნებს. ამიტომ გზა, რომელიც ამოირჩია საქართველომ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირშიც იქნება ეს ხმა გაგებული, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა მათეუშ მორავიეცკმა.

მისი თქმით, საქართველოსა და პოლონეთს საუკუნეების ისტორია აკავშირებთ და პოლონეთის მხარეს სურს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ ჩვენს მეგობარ უკრაინასთანაც. მინდა, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველას გვახსოვს საქართველოსა და პოლონეთის ერთობლივი ისტორია, რომელიც ამ ორ ქვეყანას საუკუნეებია აკავშირებს, გვახსოვს ეს ყველაფერი და გვსურს, გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა.

კიდევ ერთხელ, სიტყვის ბოლოს, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისთვის, ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. ხსოვნის და პატივისთვის, ჩვენი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მიმართ, რომელსაც სწამდა სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და მას ჰქონდა დიდი სიმამაცე ასეთ რთულ საკითხებზე, არა მარტო ეფიქრა და ნაბიჯები გადაედგა, არამედ სწორ ადგილას აღმოჩნდა, როდესაც იყო გადასაწყვეტი ძალიან რთული გადაწყვეტილებები და ამ ნაბიჯით უფრო მჭიდროდ დააკავშირა ჩვენი ქვეყნები. ამიტომაც მსურს, მადლობა გადავიხადო ამ ხსოვნისათვის, იმ პატივის მიგებით, რომელსაც დღეს ექნება ადგილი და ეს არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი საქართველოდან. გვწამს, რომ მაშინ ლეხ კაჩინსკიმ მიწაში თესლი ჩადო და ახლა ზუსტად იწყებს ზრდას და ჩვენი კავშირებს გააღრმავებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ჩვენ ვართ ოკუპაციის პირობებში, ყველას ვთხოვ, გაათვითცნობიერონ რისკები, რაც ამ განსაკუთრებულად ცუდ ვითარებაში ამ ქვეყანას აქვს
Next post ჯო ბაიდენი – პუტინი არის მკვლელი დიქტატორი, სუფთა ავაზაკი, რომელმაც ამორალური ომი წამოიწყო უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ