დათო ტურაშვილი: პაპუაშვილი რატომ უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, რა გააკეთა, მე გამომრჩა რამე?

Read Time:54 Second

ხელისუფლებამ თავის თავს დააბრალოს რაც მოუვა იმის გამო, რომ ამაზე მეტი სოლიდარობა არ აქვს უკრაინის მიმართ. მე არ ვდარდობ, რომ მას არ აქვს მკვეთრი პოზიცია, –  ამის შესახებ მწერალმა დათო ტურაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისთვის გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარის წერილი, რომელიც მან რადას თავმჯდომარეს მიწერა:

“მე არ ვდარდობ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უკრაინის მხარდაჭერის მიმართ მკვეთრი პოზიცია. ეს თავის თავს დააბრალონ, რაც მოუვათ ამის გამო. შოთა რუსთაველის და ვაჟა ფშაველას ქვეყანას ამაზე მეტი სოლიდარობა რომ არ გააჩნიათ მათ მიმართ, ვისაც უჭირთ და ბავშვებს უკლავენ, ასზე მეტი ბავშვია მკვდარი. ასეთი რამე მართლა წარმოუდგენელია, ფაშისტებს არ გაუკეთებიათ, რასაც ახლა აკეთებს პუტინის არმია. ვინც ვერ ხვდება, ვისკენ უნდა იყოს ახლა, ეს მათი პრობლემაა.

სხვათა შორის პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წერილი წავიკითხე… ჯერ ერთი რატომ უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიღაც პაპუაშვილი, რა გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. შეიძლება მე გამომრჩა და ყველას ვეკითხები, როგორ გახდა ეს კაცი პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. წერილს წერს უკრაინის რადას თავმჯდომარეს, რომ თქვენ რომ გგონიათ, ჩვენ თქვენსკენ არ ვართ, სინამდვილეში თქვენსკენ ვართო. ჰგონიათ, რომ მათ არ იციან? – ყველაფერი იციან, ყველა სიტყვა და ბგერა,” – განაცხადა დათო ტურაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: პოლიცია არის უწყება, რომელიც დარაჯობს თითოეული ადამიანის თითოეულ უფლებას
Next post ენტონი ბლინკენი-ბაიდენის შეფასებას პუტინი არის „ომის დამნაშავე“, ვეთანხმები