ენტონი ბლინკენი-ბაიდენის შეფასებას პუტინი არის „ომის დამნაშავე“, ვეთანხმები

Read Time:30 Second

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ის ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის „სამხედრო დამნაშავე , რადგან რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის სამოქალაქო ტერიტორიებზე თავდასხმას.

„მათ გააძლიერეს დაბომბვა ხალხის ნების გატეხის მიზნით. გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინაში ჩადენილია სამხედრო დანაშაულები. პირადად მე ამ შეფასებას ვეთანხმები. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განზრახ დამიზნება ომის დანაშაულია. ბოლოს და ბოლოს, უკანასკნელი სამი კვირის მანძილზე მიმდინარე ნგრევის ფონზე, მიჭირს სხვაგვარი დასკვნის გაკეთება, რუსული არმიის ქცევის შესახებ. მოსკოვის ომის შედეგები მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – აცხადებს ბლინკენი.

ბლინკენმა, ასევე, განაცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები უკრაინაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების დოკუმენტაციისა და შეფასების პროცესში არიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დათო ტურაშვილი: პაპუაშვილი რატომ უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, რა გააკეთა, მე გამომრჩა რამე?
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – აგვისტოს ომის შემდეგ სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა