ირაკლი ღარიბაშვილი – აგვისტოს ომის შემდეგ სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა

Read Time:1 Minute, 5 Second

მინდა, სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მაშინდელმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.

„მე აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი კიდევ ერთხელ, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. პირიქით, ომის შემდეგ, სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა, სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და ასევე ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი მოხდა ომის შემდეგ. შედეგად, ძვირფასო მეგობრებო, საქართველო დღესაც ოკუპირებულია, სტატუს-კვო არ შეცვლილა, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან. ჩვენი მოქალაქეების გატაცება მიმდინარეობს, მათი ციხეებში ჩასმა დროებით. სამწუხაროდ, გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტებიც, მათი მოკვლის, თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. შესაბამისად, კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამხელა რისკებს და რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ენტონი ბლინკენი-ბაიდენის შეფასებას პუტინი არის „ომის დამნაშავე“, ვეთანხმები
Next post უკრაინელებმა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების პოლკის მეთაური მოკლეს