თაკო ჩარკვიანი: ვიწყებ კამპანიას – ” შეიწყალე”!
მე – 10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი, მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, კამპანიას იწყებს.
მე თამარ ჩარკვიანი ვიწყებ კამპანიას: ” შეიწყალე”! ველი გამოხმაურებას!!!! – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი 3 ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და №12 რუსთავის ციხეში შეასახლეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„დაიწყო ჩემს შვილზე ზეწოლა….“ – ანი ყიფშიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ანი ყიფიშიძე ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ მის შვილზე ზეწოლა მიმდინარეობს. „დაიწყო „პრაიმ ჰაუსი“ და გამოჩნდა ***...
„3 თვის მონატრებულ დედას ჩაეხუტები… ხომ წერდი, დეე, რატომ აღარ მირეკავ ხოლმეო…“ – ახალგაზრდა კაცს გლოვობენ
ქუთაისში გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ. „ეს არის ალე შენი პირობა? რატომ არ შეასრულე დედასთან დადებული პირობა, ეს ენდომებოდა შენს დედას?! დედის...
ნახეთ:დღევანდელი მატჩის გმირის პირადი ცხოვრების დეტალები
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრში არიან, რადგან უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება მოუწია. სტუმრად მყოფი ლუქსემბურგის ნაკრები 2:0...
ეს აპლიკაციები არ გადმოწეროთ! – გაფრთხილება კიბერთაღლითობის ახალ სქემასთან დაკავშირებით
სხვადასხვა სოციალურ ქსელში გვხვდება რეკლამები, სადაც მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს გვპირდებიან, ან გვთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა...
იწვევს თუ არა ღამით ზედმეტი განათება კიბოს – მეცნიერებმა 13-წლიანი კვლევა გამოაქვეყნეს
ამერიკის რამდენიმე სამეცნიერო და კლინიკური ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Cancer-ში გამოქვეყნდა. მკვლევრებმა გააანალიზეს 50 წელზე მეტი...
როგორ მიაღწია 117 წლამდე? – მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალის რჩევები
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულმა ქალმა 117 წლის იუბილე აღნიშნა და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოება გაამხილა. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნი იუწყება. მარია ბრანას მორერა...