შალვა პაპუაშვილი: ჩვენთან არ არის ცხელი ომი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, ამიტომ დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ
ჩვენთან არ არის ცხელი ომი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, ამიტომ დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა.
„ერთიანობისთვის არსებობს ორი გზა – შეთანხმება და კონსოლიდაცია კონსტიტუციური ორგანოების ირგვლივ. დღეს მთელი საკითხი დემოკრატიას უნდა მივანდოთ, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ გვყავს არჩეული პარლამენტი, არჩეული მთავრობა და უნდა მოხდეს კონსოლიდირება სწორედ კონსტიტუციური ორგანოების გარშემო და როდესაც შეეხება ქვეყნის ქმედებებს, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ეს არის მთავრობის პრეროგატივა რომ განახორციელოს შიდა თუ გარე პოლიტიკა. ამიტომ ყველა ძალა, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდეს, მათ შორის ჩვენი ოპონენტები, ვფიქრობ ამ ინტერესიდან გამომდინარე უნდა კონსოლიდირდეს საქართველოს პარლამენტის თუ საქართველოს მთავრობის გარშემო.
2008 წელს როდესაც ვიხსენებ, მაშინდელმა ხელისუფლების ოპონენტებმა ომის დროს თქვეს, რომ ისინი კრიტიკასთან დაკავშირებით მორატორიუმს აცხადებენ და კონსოლიდირდებიან საქართველოს ხელისუფლების გარშემო, ვინაიდან ეს არის პერიოდი, რომელიც ქვეყანამ ერთად უნდა გადალახოს.
ჩვენთან არ არის ცხელი ომი, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, ამიტომ დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიებმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ და უნდა კონსოლიდირდეს საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს მთავრობის გარეშემო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...