ირაკლი კობახიძე – საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობის“ კავშირს, არის გარკვეული დეტალები, რასაც შეიძლება, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი, მაგალითად, წარმოიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი
პირადზე არ არის საუბარი. საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირს, არის გარკვეული ნიუანსები, რასაც შეიძლება, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, პირად, თუ რა სახის უხერხულობას გულისხმობდა გახარიასთან დაკავშირებით დღევანდელ კომენტარში.
კობახიძის თქმით, პირობითად, დაფინანსების კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.
„პირადზე არ არის საუბარი. საქმე ეხება კავშირს გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. აქ არის გარკვეული ნიუანსები, გარკვეული დეტალები, რასაც შეიძლება, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი. მაგალითად, რომ წარმოიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი და დავასახელოთ ეს დეტალები, რომ გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგალითად, როგორ, როდის იღებდა, რისთვის. პირობითად ვამბობ ამ ყველაფერს, დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. წარმოიდგინეთ, რომ ამ დაფინანსების დეტალები ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან საინტერესო საზოგადოებისთვის, ასეთი ტიპის ინფორმაცია შეიძლება, მოგვიანებით გავუზიაროთ ჩვენ საზოგადოებას.
მხოლოდ მე არ ვიცი, არიან კონკრეტული პირები, რომლებსაც ასევე აქვთ ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ვიწრო წრეზეა საუბარი, ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია. მოგვიანებით, ბუნებრივია, მთელი საზოგადოებისთვის გავასაჯაროვებთ ამ ინფორმაციას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძის განმარტებით, „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის ალიანსი უკვე დღის შუქზეა გამოტანილი, მათ შორის იმ რამდენიმე კოალიციით, რომელიც შეიქმნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
„იცით, ერთ-ერთი არის რუსთავი. რუსთავში, მუნიციპალიტეტში შეიქმნა კოალიცია „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას თანამონაწილეობით. ანუ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნებამდე, რომ მჭიდრო ალიანსი არსებობდა, ეს თვითონვე დაადასტურეს „ნაცმოძრაობამ“ და გახარიამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი აქციის ორგანიზატორებზე: სხვისი ხელით და სხვისი დაზიანებით უნდათ, რომ როგორმე ძალადობრივი პროცესები წარმართონ
"დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ყოველდღე ნახავს ახალ-ახალ მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს აქციები არის ხელოვნური და რაც მთავარია, უცხოეთიდან დაფინანსებული იმისათვის,...
კახა კალაძე: ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე...
ლევან მაჭავარიანი: რატომ მოხდა, რომ უჩა აბაშიძის დაკავებას მოყვა ყველაზე დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან? გამოდის, რომ ორგანიზატორები საქმის კურსში იყვნენ ამაზრზენი კომპრომატების მოგროვების შესახებ?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება,...
გრეტა წიწავა: ადრე ვიცოდით ამაზრზენი „ნაცების კასრები“, ახლა დაემატა „პირადი კასრები“
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ითქვა, რომ უჩა...
ირმა ზავრადაშვილი: ათი ათასი ადამიანი მსვლელობით რომ დაიძრა რუსთაველისკენ, „მთავარი არხის“ თქმით, ასი ათასი გახდა, ხოდა, „ხალხის მდინარეები“ ერთ ადგილზე რომ მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა“-ზე
„ეს „ხალხის მდინარეები” ერთ შენაკადად რომ შეერთდება და ერთ ადგილზე მოიყრის თავს, გაგვაგებინეთ თუ ავიდნენ „ქოცების აქციის მეოთხედი მაინც გვინდა-ზე“,-...
ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ – ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა
ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...