2021 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ. ლარით იზრდება
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. ძირითად ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით, ბიუჯეტის ცვლილებები განახლებულმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა განაპირობა. მისივე განცხადებით, საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად,
დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 300 მლნ. ლარით იზრდება შემოსავლების ნაწილი, რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს – ეს სეგმენტი 297.4 მლნ. ლარით იზრდება, რაც ძირითადად კოვიდთან დაკავშირებულ ჯანდაცვის ხარჯებზე ნაწილდება.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 376 მლნ. ლარით იზრდება. ასიგნებები 60 მლნ. იზრდება თავდაცვის სამინისტროსთვის, რაც სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების დაფინანსებას მოხმარდება. რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – აღნიშნული უწყება მიმდინარე წელს დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 57.9 მლნ. ლარს მიიღებს. ცვლილებები საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილ დაფინანსებასაც ეხება, რომლის ბიუჯეტიც 12 მლნ. ლარით მცირდება.
სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეფასებით, თავდაცვის ძალები ქვეყნის უსაფრთხოების ქვაკუთხედია და შესაბამისად, კომიტეტი მიესალმება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით გაეცნენ.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცვლილებები ტექნიკური უზუსტობების და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით მომზადდა და მისი ძირითადი ნაწილი ტერმინების ცვლილებებს შეეხება.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...