შალვა პაპუაშვილი – მიხეილ სააკაშვილი ხედავს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ემიჯნება და ცდილობს სახის შენარჩუნებას

Read Time:27 Second

როგორც ჩანს, არის გარკვეული სახის შენარჩუნების მცდელობა, რადგან მიხეილ სააკაშვილი ხედავს, რომ უკვე ოპოზიციის დიდი ნაწილი ემიჯნება ე.წ. free misha ან „თავისუფლება მიშას“ მოძრაობას და აქედან გამომდინარე, ცდილობს სახე შეინარჩუნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს აქვს სამი ინსტანციის მიერ მისჯილი ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მან უნდა მოიხადოს.

„მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად არ ეგუებოდა და დღესაც არ ეგუება იმას, რომ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს შეეგუოს აზრს, რომ როცა არსებობს დამდგარი განაჩენი, ის უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2021 წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 60 მლნ. ლარით იზრდება
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი: ინფორმაცია მივიღე, რომ ჩვენს ქვეყანაში, 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება