მარინა კალიურანდი: საქართველო არის დემოკრატია – გვჯერა და ველოდებით, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და პატიმრის უფლებები
საქართველო არის დემოკრატია – გვჯერა და ველოდებით, რომ ის მოიქცევა ისე, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და პატიმრის უფლებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სრულად იზიარებს ევროპარლამენტის დელეგაციის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და კარგად ადმინისტრირებული.
„სამწუხაროდ, კორონავირუსით დაინფიცირების გამო ვერ ჩავედი საქართველოში არჩევნების მეორე ტურზე. სრულად ვიზიარებ ჩემი კოლეგების მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? მე მინდა, რომ შემდეგ არჩევნებზე ყველა ხარვეზი იყოს გამოსწორებული. დრო ამისთვის საკმარისია და საჭიროა სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი. ამიტომ კიდევ ერთხელ მიწევს თქმა, რომ პარტიული ინტერესები გადავდოთ და მოვახმაროთ ენერგია ქვეყნის ევროპულ მომავალს. თბილისში ყოფნისას ბევრ ადამიანს შევხვდი, როდესაც მათთან ვამბობდი, რომ ევროპარლამენტიდან ვარ, უხაროდათ და იწყებდნენ იმის ახსნას, თუ როგორ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მოუსმინონ ქართველ ხალხს. საქართველო არის დემოკრატია – გვჯერა და ველოდებით, რომ მოიქცევა ისე, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და პატიმრის უფლებები. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დასაცავად. ველოდები სასამართლოს პროცესებს. მე ვერ მოვუწოდებდი მიხეილ სააკაშვილს რა გააკეთოს და რა არა. ეს მან უნდა გადაწყვიტოს , მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მის ჯანმრთელობას და საქართველოს ეროვნულ ინტერებს პირველ ადგილზე დააყენებს“, – აცხადებს მარინა კალიურანდი.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...