გიორგი ვოლსკი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

Read Time:42 Second

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სიკერი გიორგი ვოლსკი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელჩს გააცნო რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. მხარეებმა განიხილეს ასევე სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც 2010 წელს იყო მიღებული და ყურადღება გაამახვილეს პროცესზე, რომელიც ამ სტრატეგიის შეფასებას და შემდგომ ახალი სტრატეგიის შემუშავებას უნდა მოჰყვეს კონფლიქტების ტრანსფორმაციის და შემდგომ, საბოლოო მოგვარების თვალსაზრისით.

„ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და იმ პროცესების შესაძლო განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის ატმოსფეროს შექმნას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე. საუბარი ასევე შეეხო იმ ხელშემშლელ ფაქტორებს, რომელსაც ქმნის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არსებობს კარგი პროექტები და იდეები, რომელიც მხარეებს გააჩნიათ. ვისაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ნდობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ნაციონალური მოძრაობა“ – პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი
Next post მარინა კალიურანდი: საქართველო არის დემოკრატია – გვჯერა და ველოდებით, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და პატიმრის უფლებები