დუშეთის მერი – 243 დასახლებული სოფელი, ორი დაბა და ერთი ქალაქი მოვიარე არჩევნების პერიოდში, მე დუშელი ვარ, ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები, ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება
243 დასახლებული სოფელი მოვიარე არჩევნების პერიოდში, ორი დაბა და ერთი ქალაქი, მე დუშელი ვარ, ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები, ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა, – ამის შესახებ დუშეთის მერმა, მანანა ნარიმანიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.
„დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო პანდემიას და მასთან ბრძოლის მეთოდებს. პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა არის აცრა. ამისთვის სახელმწიფომ შეიმუშავა კიდევ ერთი წამახალისებელი პროგრამა, ეს შეეხება პენსიონრებისთვის 200-ლარიან დახმარებას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, ყველამ ავიცრათ, რადგან ეს ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მუნიციპალიტეტში ბევრი რამ არის გაკეთებული, კიდევ გვრჩება გადასაჭრელი საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების საკითხის გადაწყვეტა. ასე რომ, მთავარი გამოწვევა იქნება სწორედ ამ პრობლემების მოგვარება და სოციალური პროგრამები. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს. ვალდებულება გვაქვს, რომ 15 ნოემბერს საკრებულოს ბიუჯეტი გადავუგზავნოთ და აქტიურად ვმუშაობთ იმ გუნდთან ერთად, რომელიც ადგილზე დაგვხდა, რათა სწორედ ის პრიორიტეტები იქნას დაგეგმილი და გაწერილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება. 243 დასახლებული სოფელი მოვიარე არჩევნების პერიოდში, ორი დაბა და ერთი ქალაქი. მე დუშელი ვარ და ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები. ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა“, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...