რატი ბრეგაძე: „უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი“
„ეს არის უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუში“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ გავრცელებული დეზინფორმაცია თითქოსდა ციხეში მომხდარი ბუნტის თაობაზე.
„ისაუბრო იმაზე, რომ ციხეში არის ბუნტი და ასე დაძაბო პატიმრების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, არცერთ ადამიანურ და მორალურ სტანდარტში აღარ ჯდება. ამ ყველაფერს ავრცელებს ის ხალხი, ვის დროსაც ვიცით, რა მდგომარეობა იყო, მაგალითად, ბათუმის ციხეში, როცა ერთ საკანში 30 ადამიანი იყო მოთავსებული და პატიმრებს ფეხზე მდგომებს ეძინათ. ეს ხალხი დღეს ჩვენ გველაპარაკება პატიმრების უფლებებზე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ყოველგვარ მორალურ სტანდარტს სცდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა მოუწოდა ყველას, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან.
„მინდა, ვთხოვო მათ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან. ეს ნომერი მათ, დარწმუნებული იყავით, არ გაუვათ; ხალხი არის ბრძენი, ხალხს სჭირდება სიმართლე და სიმართლეს ვაწვდით ჩვენ. მათ ყოველ მსგავს ბინძურ ტყუილზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ასეთი ბინძური ფორმებით დაძაბოს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, უწყების ინტერესია, ყველა პატიმრის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული. მინისტრმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....