,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი პროექტი და მოხალისეთა შეფასებები
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდმა’’ მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ახალი, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში იმ ციფრული უნარების განვითარება, რომელიც მათ მომავალში სოციალური ცვლილებების მიღწევასა თუ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაში დაეხმარება.
ახალ პროექტს ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეები და ამა თუ იმ პროექტის მონაწილეები ეხმიანებიან. მათ შორისაა ანა კუპრავაც, რომელიც უკვე მეორე წელია ორგანიზაციის სხვადასხვა პროექტში აქტიურადაა ჩართული:
„ჰელფინგ ჰენდის“ ახალი პროექტი „ციფრული ტექნოლოგიები სოციალური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში“ მორგებულია თანამედროვე საზოგადოებში არსებულ პრობლემებზე. პროექტის ფარგლებში ჩვენ ვსწავლობთ, გავდივართ პრაქტიკას და შესაბამისად ვაღწევთ შედეგსაც, ვიღებთ გამოცდილებას, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოვიყენებთ.
ინფორმაციის მასობრივად გავრცელების ერაში, მაშინ როდესაც რთულია დაადგინო, რომელი ამბავია მართალი და რომელი ყალბი, სწორედ შესაბამისი განათლების მიღება და სხვებისთვის გაზიარებაა საჭირო. ვთვლი, რომ ახალგაზრდებმა და მოზარდებმა უნდა ისწავლონ როგორ გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას, რათა გვყავდეს ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოება. ყველას ვისაც გსურთ, რომ შეიტანოთ წვლილი თქვენს გარშემო არსებული თემის განვითარებაზე, ცვლილებები უნდა დაიწყოთ თავად და შემდგომ უკვე სხვასაც მოუწოდოთ ამ სიახლეებისაკენ’’ – ამბობს ანა და გეგმავს, რომ პროექტში თავადაც ჩაერთოს.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა. კონკურსი მონაწილეთა შესარჩევად 6-დან 16 ოქტომბრამდე მიმდინარეობს.
„ჰელფინგ ჰენდი’’ პროექტს საჯარო სკოლებთან და უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარმართავს და WACC-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებს.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/BHYGoeCYXQNoDwNp9
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამით „სატყეო საქმე“, საერთაშორისო პროექტში – DUGEOR მონაწილეობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, საერთაშორისო პროექტში DUGEOR მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, DUGEOR...
სტუ-ის რექტორმა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორს, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერს შეხვდა. შეხვედრას სტუ-ის...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, დოქტორ შირო ნაკატას შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მსოფლიო ბანკის უმაღლესი განათლების გლობალური პრაქტიკის ეკონომისტს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დოქტორ შირო ნაკატას...
სტუ-სა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთობლივ საკონსულტაციო ჯგუფს შექმნიან, რომელიც საორგანიზაციო-ტექნოლოგიური საკითხების, ასევე, საგანმანათლებლო...