გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: ოპოზიციის წარმომადგენლებმაც რომ გაიაზრონ მიხვდებიან – ამათი მხარდაჭერა არ შეიძლება, რადგან ქვეყანას ძალიან ცუდი მიმართულებით უბიძგებენ

Read Time:52 Second

ვერაფერს გეტყვით იმ ადამიანის ფიქრებზე, რომელიც ამბობს: ვარ აღმოსავლეთის რეგიონული ჯორჯს ვაშინგტონი, რომ ვარ რეგიონული ლიდერი, ადამიანი დარწმუნებული იყო, რომ მისი ჩამოსვლით მოხდებოდა კონსოლიდაცია, რომ რევოლუციას არ ექნებოდა ალტერნატივა. ეს თუ რეალობა არ არის, მაშინ ნებისმიერი ისტორიკოსი დაჯდეს და საპირისპირო თეორია ჩამოაყალიბოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახეზეა სურათი, როდესაც დამნაშავე ადამიანი არ იხდის არანაირ ბოდიშს.

„სააკაშვილი ამბობს, რომ ბოკერიამ დამაპირისპირა ეკლესიასთან და ეროვნულ ღირებულებებთანო, ვანო მერაბიშვილმა დანაშაულებები ჩაიდინაო, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანი დამნაშავეა არა მარტო მათ მიმართ, ვის ოჯახებზეც გადაიარა მისმა სისხლიანმა ფეხმა, არამედ მათ მიმართაც, ვისი მეშვეობითაც ვინც დააპირისპირა ქრისტიანულ მორალს.

დღეს, მთელი „ნაცმოძრაობის“ აქტივები გეგმავენ იმას, რომ ქვეყანა როგორმე დასავლეთის თვალში წარმოაჩინონ როგორც ველურების ქვეყანა. ვინ ვის დაესხა თავს ეს უცხოელისთვის არ არის მთავარი, ის ხედავს, რომ აქ არანორმალური სიტუაციაა და შეფასება იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა არანორმალურად არის მთავარი ამოცანა, რასაც ეს ხალხი მიჰყვება. ჩვენმა ოპოზიციის წარმომადგენლებმაც რომ გაიაზრონ, მიხვდებიან, რომ ამათი მხარდაჭერა არ შეიძლება, რადგან ქვეყანას უბიძგებენ ძალიან ცუდი მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა
Next post ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი პროექტი და მოხალისეთა შეფასებები