სოზარ სუბარი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე იყო სასოწარკვეთილი და მრავალგზის დამარცხებული ძალის ბოლო გაბრძოლება

Read Time:29 Second

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე იყო სასოწარკვეთილი და მრავალგზის დამარცხებული ძალის ბოლო გაბრძოლება და მგონი მათმა ლიდერმაც დაინახა, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უზარმაზარი ძალისხმევითა და ფულის ხარჯვით, 13 000-მდე ადამიანის შეგროვება შეძლო.

„მათ ისიც კი ვერ გაბედეს, რომ დაეანონსებინათ პერმანენტული აქციები. ერთადერთი გზავნილი იყო ის, რომ ნიკა მელიას ძალიან უნდა გახდეს თბილისის მერი და მამამისი იყოს ზუგდიდის მერი, მაგრამ თბილისშიც, ზუგდიდშიც და ოცივე მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობა“ უსასტიკესად წააგებს ამ არჩევნებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალი პროექტი და მოხალისეთა შეფასებები
Next post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბუნებით ავანტიურისტია და თავისივე ფეიკის მსხვერპლი გახდა – მან რაღაც მომენტში მართლა წარმოიდგინა, რომ სახელმწიფო იყო სუსტი