კახა კალაძე: საბოლოოდ, მივიღებთ ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც ჩვენს ქალაქს სჭირდება
მუნიციპალიტეტი საბოლოოდ, მიიღებს ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც დედაქალაქს და მასში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს სჭირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
დედაქალაქის მერობის კანდიდატმა სატრანსპორტო რეფორმის განხორციელებაში ჩართულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც აქვს ხედვა, მიზანი და ვიცით, როგორ უნდა მივიდეთ ამ მიზნამდე – რა უნდა გავაკეთოთ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან საქართველოში მცხოვრები საუკეთესო სპეციალისტები. მადლობა მინდა გადავუხადო მათ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რადგან ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ეს ქალაქი ყველასია. წარმატებული, გამოცდილი ადამიანების ჩართულობა ასეთი რეფორმების განხორციელებაში, ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიები გვეხმარებიან, ვისაც ანალოგიური რეფორმები აქვს გატარებული ევროპის დიდ ქალაქებში. იქაც ანალოგიური პრობლემები არსებობდა 20-30 წლის წინ, რაც ჩვენ დღეს დედაქალაქში გვაქვს. ამიტომ, ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც სჭირდება ჩვენს ქალაქს, სადაც ყველა ადამიანს – იქნება ეს ავტომობილით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით მოსიარულე, ველოსიპედით თუ ეკომეგობრული ტრანსპორტით მოსარგებლე, გადაადგილების თანაბარი შესაძლებლობა ექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აქვე, მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისი გაიმარჯვებს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი – თბილისი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...