ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძე

Read Time:49 Second

ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცველ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. თუმცა არ დაგვჭირდება არავითარი ძალის გამოყენება, ლამაზად, საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას იმის შესახებ, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ძალის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში ჩამოვა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს, „სიმხდალის გამო“ არაერთხელ გაუცრუებია საკუთარი ამომრჩევლისთვის იმედი და სავარაუდოდ, ვერც ახლა შეძლებს, თავისი დანაპირების შესრულებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„ამას ჰპირდება ის საკუთარ მხარდამჭერებს უკვე არაერთი წელია, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა მან იმედები საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე, ალბათ, გაუჭირდება ამ შემთხვევაშიც ამ ანონსის შესრულება, თუმცა ვნახოთ, თუ შემოვა, ამ შემთხვევაში მას მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს.

ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცველ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. თუმცა არ დაგვჭირდება არავითარი ძალის გამოყენება, ლამაზად, საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი. რა 40 ათასი ადამიანი აპირებს მის დაცვას, 5 ათასი კაცი ვერ შეკრიბეს, აქციები როცა ჰქონდათ გამართული?!“- განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: მედიის წარმომადგენლები ტალახს ესვრიან ჩვენს კანდიდატებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას – ეს არის რუსული პროპაგანდის ტიპური ფორმა
Next post კახა კალაძე: საბოლოოდ, მივიღებთ ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც ჩვენს ქალაქს სჭირდება