შალვა პაპუაშვილი: მედიის წარმომადგენლები ტალახს ესვრიან ჩვენს კანდიდატებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას – ეს არის რუსული პროპაგანდის ტიპური ფორმა

Read Time:27 Second

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ადამიანები და ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები ასახელებენ, ტალახს ესვრიან ადამიანებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას – ეს არის პროპაგანდის ტიპური ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვა ეხებოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები სუს-ის აგენტები არიან.

„პროპაგანდა, რომელიც ეფუძნება ჭორებს, მოგონილ ამბებს. სამწუხარო რეალობა მედიაში არის ის, რომ თითქოს უნდა ამტკიცო პირიქით და არ უნდა ამტკიცო ფაქტი, არამედ უნდა ამტკიცო, რომ ეს ფაქტი არ არსებობს. ეს არის რეალობის ამოტრიალება – სწორედ არის რუსული პროპაგანდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ხმალაძე: კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ მომავალი წლიდან დაინერგება
Next post ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძე