ირაკლი ხმალაძე: კახა კალაძის მერად არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ მომავალი წლიდან დაინერგება

Read Time:43 Second

თბილისის მერად კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ 2022 წლიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მან აღნიშნული სისტემის ამოქმედების მიზანსა და უპირატესობებზე ისაუბრა.

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ მთავარი უნარებია – გზებზე სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება/დამუშავება, პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით, სპეციალური რეჟიმებისა და გადაწყვეტების შემუშავება და მისი შემდგომი ანალიზი. სისტემას შეუძლია მოულოდნელი ინციდენტებისა და საცობების იდენტიფიცირება და მისი დარეგულირების მიზნით, ავტომატურად სპეციალური რეჟიმის შექმნა/განხორციელება. ასევე, მისი უნარია საზოგადოებრივი და სპეციალური ტრანსპორტის იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათი სწრაფად გადაადგილების მიზნით, სპეციალური დერეფნების გათავისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ გზებზე უსაფრთხოების დაცვასა და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული სისტემის მიზანია – გზებზე უსაფრთხოების დაცვა, საცობების და მგზავრობის დროის შემცირება, მოძრაობის საშუალო სიჩქარის გაზრდა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის მომხმარებლები არიან მსოფლიოს განვითარებული ქალაქები: სინგაპური, ლონდონი, ბარსელონა, პარიზი, ბერლინი და კოპენჰაგენი“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ მიერ რუსთავში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 49,7%-ით ლიდერობს
Next post შალვა პაპუაშვილი: მედიის წარმომადგენლები ტალახს ესვრიან ჩვენს კანდიდატებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას – ეს არის რუსული პროპაგანდის ტიპური ფორმა