შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი საარჩევნო ტაქტიკა არის მედიის მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელება

Read Time:42 Second

შალვა პაპუაშვილი მედიაში სასულიერო პირების მოსმენასა და მასზე დაკვირვების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის.

„რატომაც მოდელირებული „ქრონიკის“ გაკეთება იყო თავის დროზე საჭირო და სჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, სწორედ ამიტომ სჭირდება ახლა ასეთი ტალახის სროლა. ეს გახლავთ რუსული პროპაგანდის ტიპური ფორმა, როდესაც ხდება ფაბრიკაცია, უბრალოდ რაღაც ისტორიების გამოგონება, დაბრალება და შემდეგ ამაზე აჟიოტაჟის ატეხა და თითქოს ვინმეს საქმე თავის სამართლებლად უნდა ჰქონდეს. ეს არის პროპაგანდის სამაგალითო შემთხვევა. ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი საარჩევნო კამპანია არ აქვს. თუ დააკვირდით, რაიმე წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსი თუ აქვთ, პროგრამა თუ წარადგინეს. არაფერი აქვთ. რატომ არ აქვთ? იმიტომ, რომ მათი ერთადერთი საარჩევნო ტაქტიკა არის მედიის მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელება, დისკრედიტაცია და აქედან გამომდინარე გარკვეულწილად დუღილის ტემპერატურის აწევა იმის იმედით, რომ რაღაც შედეგს მიაღწევენ არჩევნებზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: საბოლოოდ, მივიღებთ ისეთ სატრანსპორტო პოლიტიკას, როგორიც ჩვენს ქალაქს სჭირდება
Next post ირაკლი ხმალაძე: კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, მეტროს 40 ვაგონი დაემატება, 52 – კაპიტალურად შეკეთდება, 10 მეტროსადგური რეაბილიტირდება