ზურაბ ზვიადაურს თავდებში ავთანდილ ჭრიკიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილიც ჩაუდგნენ
მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თავდებში ჩაუდგნენ.
შესაბამისი განცხადები მათ მათ თელავის რაიონულ სასამართლოში გააკეთეს, სადაც ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ზვიადაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ იქნება გამოყენებული, ზურაბ ზვიადაურს საკუთარ სახლს შესთავაზებს.
“მე შემიძლია შემოვთავაზო სასამართლოს ჩემი საცხოვრებელი სახლი, სადაც ზვიადაური იცხოვრებს. მთელს სახლს დავუთმობთ. თუ უფლებას მოგვცემთ ზურას მეუღლეს იქ მივიყვანთ. ჩემს სახლში მივიყვან, თუ საჭიროა, მე ვიცხოვრებ პირველს სართულზე და თუ გავალ ჩავკეტავ და თუ მივალ გავიღებ. სახელმწიფო არ დახარჯავს ფულს. სისტემას არ დააწვება ახალი პატიმრის, ბადრაგირების, სამედიცინო მოვლის, საკვების ხარჯი. ნამყოფია ჩემს სახლში ბევრჯერ. თუ რამეს დააშავებს, მე ვიქნები პასუხისმგებელი, ამაზე მკაცრი უზრუნველყოფის ზომა არ არსებობს. რასაც პროკურატურა ითხოვს, იმასვე ვითხოვ, მე ოღონდ ჩემს სახლში იყოს დაპატიმრებული, ეს სახლი თბილისში, საირმის გორაზე მდებარეობს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
“თავდებში ვუდგები ყველაფრით. თუ გინდათ, მე დამაკავეთ და მე ვიქნები მის ნაცვლად”, – განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.
„თანახმა ვარ ვუზრუნველყო მისი კანონიერი ქმედება, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ – 21 წელი. მზად ვარ, ვაკონტროლოთ ზვიადურის მოქმედება“, – აღნიშნა ბექაურმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დააკავეს 23 წლის ძმა, რომელიც ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, რის შემდეგაც, მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული...
გარდაბანში ძმამ და მოკლა
გარდაბანში ძმამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო. შინაგან...
ვახტანგ გომელაური: გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის...
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...