კახა კუჭავა ოლიმპიელებს: თქვენ ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის, როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა და მონდომებით
თქვენ ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის – როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა და მონდომებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრწყინვალე დასაწყისი კიდევ უფრო დიდი შედეგებისთვის და ჩვენ ბევრჯერ ვიხილავთ აფრიალებულს საქართველოს დროშას, საქართველოს ჰიმნს კი მთელი მსოფლიო მოისმენს, – ამის შესახებ ტოკიოდან დაბრუნებულ ქართველ ოლიმპიელებთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია მოგმართავდეთ დღეს ტრიბუნიდან. თქვენ ხართ სიამაყე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. შედეგი, რაც თქვენ მოიტანეთ, ძალიან სჭირდება საქართველოს – გამარჯვებები, გამარჯვებები და კიდევ ერთხელ გამარჯვებები. 8 მედალი ნამდვილად ისტორიული შედეგია. მე მახსოვს, როდესაც ჩვენ გაცილებდით, მაშინ ერთადერთი სურვილი იყო – იქნებ ჩვენივე შედეგი გაგვეუმჯობესებინა. თქვენ ეს შეძელით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. იყო ძალიან ბევრი ემოცია, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება და ამის შემოქმედები ხართ თქვენ. თქვენ ხართ ბრწყინვალე მაგალითი ყველა თაობისთვის – როგორ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას თავდაუზოგავი შრომით, თავდადებითა და მონდომებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრწყინვალე დასაწყისი კიდევ უფრო დიდი შედეგებისთვის და ჩვენ ბევრჯერ ვიხილავთ აფრიალებულს საქართველოს დროშას, საქართველოს ჰიმნს კი მთელი მსოფლიო მოისმენს. საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის გვერდში გვიგულოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შევძლებთ, საქართველო კიდევ ბევრჯერ ვასახელოთ“, – განაცხადა კუჭავამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც დაიწყება მსვლელობა სამების ტაძრისკენ
საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს, 13:00 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, რომლის შემდეგაც...
მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო
მიწის რეფორმის ქართული მოდელი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გააცნო. სესიას მსოფლიოს...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მიშელ მუსხელის მოღვაწეობის ამსახველ, დღემდე უცნობ დოკუმენტაციას მიაკვლიეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო გრანტის - „საქართველოში და საზღვარგარეთ ქართული მატერიალური და სულიერი...
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია-მამა შალვა კეკელია
გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია, -...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები", ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია...