ეკატერინე ტიკარაძე: დღეს ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება ვერ გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული
მინდა დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, მინდა ასევე ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს – ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ გორში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა არსებული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორი მძიმე ვითარებაშია.
„აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია და მე ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაში, ალბათ დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ თითოეული ჩვენი გვერდში მდგომი, ჩვენი მეზობლის, ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია. ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, შეიძლება ვიყავი ზედმეტად ემოციური, რაც მე არ მახასიათებს და ალბათ ყველა აკვირდებით, რომ წელიწადნახევარია ჩემგან მსგავსი აღელვება საზოგადოებას არ უნახავს, მაგრამ დღეს ჩვენ მართლაც ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება მე ვერ შევძლო გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული“, – განაცხადა მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მთელი ცხოვრება უარყოფდნენ, მაგ ადგილზე 100 ათასი კაცი როგორ დაეტეოდაო, გუშინ კი იგივე ადამიანები ამბობდნენ, იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევაო – მამა შალვა კეკელია
"ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ...
მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე გარდაიცვალა
66 წლის ასაკში ნოდარ ებანოიძე გარდაიცვალა. ნოდარ ებანოიძე 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხარაგაულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან...
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...