ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო
ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა და მნიშვნელოვანი საქმე განხორციელდა, თუმცა, ერთობლივად შემუშავებულია გეგმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქართულ ჯარს.
„როდესაც მე ვიყავი მინისტრი, მაშინ მქონდა არაერთი შეხვედრა თავდაცვის ძალების იმ დროინდელ მეთაურთან, ბატონ ვლადიმერთან, შემდეგ ბატონ გიორგისთან, ჩემს გუნდთან, ჩემს მოადგილეებთან ერთად ვფიქრობდით, როგორ შეგვემუშავებინა გრძელვადიანი დოკუმენტი, ხედვა, რომელიც იქნებოდა მყარი გარანტია და საფუძველი ჩვენი ჯარის განვითარების. ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამოცანა იყო, შეგვექმნა ისეთი ხედვა, დოკუმენტი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა მუდმივ ცვლილებას. ეს არ იქნებოდა დამოკიდებული მინისტრების ცალკეულ ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნებოდა ჯარის, თავდაცვის მიერ შემუშავებული ხედვა, დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა აუცილებელი შესასრულებელი თითოეული მინისტრისთვის, პოლიტიკური ხელძღვანელობისთვის. სწორედ აქედან წარმოიშვა ეს იდეა და ექვსი თვის განმავლობაში პირველი დოკუმენტი შევიმუშავეთ შარშან და სწორედ დღევანდელი დღეც არის ამ მიზნით, რომ ჩვენს მოსახლეობას წარვუდგინოთ ჩვენი ძირითადი ხედვები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...