მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და წინასწარ ამზადებენ საფუძველს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ილაპარაკონ

Read Time:42 Second

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვარაუდობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები მეოთხე კენჭისყრის დროს საკმარის ხმებს მოაგროვებენ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ და წინასწარ ამზდებენ საფუძველს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ისაუბრონ. მამუკა მდინარაძის თქმით, სწორედ ამიტომ არ უჭერენ მხარს წარმოდგენილ კანდიდატებს.

„უკვე გამოიკვეთა იმის ნიშნები, ოპონენტები რას აპირებენ არჩევნების შემდეგ და მანამდე. დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და წინასწარ ამზადებენ საფუძველს იმისას, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ილაპარაკონ. არჩევნები იდეალურადაც რომ ჩატარდეს, ამის გამოძახილია ის, როგორც დღეს იქცევიან, ცესკო-ს არ უჭერენ მხარს. კანდიდატების მიმართ რეალური პრეტენზიები ვერ ექნებათ. მათ აქვთ მიზანი, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე ისევ სპეკულაციები დაიწყონ. ამ დროს ჩვენ ვნახეთ „გაყალბებული“ არჩევნების პროექტი როგორ ჩავარდა, აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ პარალელური დათვლის შედეგები. ჩემი ვარაუდით, მეოთხე კენჭისყრაზე იქნებიან კანდიდატურები არჩეული, რადგან მეოთხე კენაჭისყრა უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო
Next post ანრი ოხანაშვილი: პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში