ანრი ოხანაშვილი: პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში

Read Time:53 Second

პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში. ნონსენსი! სიტყვები გააკონტროლეთ და სტუდენტებით სპეკულირებას თავი დაანებეთ! – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ხათუნა სამნიძესა და ხატია დეკანოიძეს ბიუროს სხდომაზე,

„პარალელურ სამყაროში უნდათ გვაცხოვრონ და აცხოვრონ ჩვენი საზოგადოება. იმას კი არ ამბობენ, რომ პლენარულ სხდომაზე შეჭრა არის ძალადობა. რომელი კოლეგის საქციელი დაგმეთ, ქალბატონო ხატია ან ქალბატონო ხათუნა? პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე რომ მანდატურებზე ძალადობდა, ადექით ახლა და დაგმეთ და დავიჯერებ თქვენ სიმართლეს. პლენარულ სხდომაზე რომ შემოიჭერით, ეს თურმე ყოფილა დემოკრატია და პლენარულ სხდომაზე შეჭრა, პიკეტირება ყოფილა სწორი. როგორ მივიღო თქვენგან რაიმე მორალსა და სამართლებრივ საკითხზე შეფასება?

პარლამენტის შენობაში რომ იჭრებოდით, თურმე გამართლებულია, ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში შემოიჭერით და აქეთ ადანაშაულებთ. პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში. ნონსენსი! სიტყვები გააკონტროლეთ და სტუდენტებით სპეკულირებას თავი დაანებეთ!“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა პაპუაშვილმა ის ხელში აიყვანა და ადგილიდან გაიყვანა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და წინასწარ ამზადებენ საფუძველს, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ილაპარაკონ
Next post კახა კალაძე – ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“