კახა კალაძე – ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“

Read Time:1 Minute, 6 Second

ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავარი ღირებულება იყო და არის სიცოცხლე, რაც პანდემიამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას. კახა კალაძის თქმით, დღეს თბილისს სჭირდება მეტი განვითარება, რეკრეაციული სივრცეები, ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში.

„თქვენ იცით, ბოლო ორი წლის განმავლობაში რა გამომწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, რამაც გვაიძულა დაფიქრება და დღეს უკეთ ვიცით, რამდენად ძვირფასი, მნიშვნელოვანია სიცოცხლე. პირველ რიგში, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სირთულეები გადავლახოთ. ამიტომ, ჩვენი სლოგანი ემყარება იმას, რომ გვინდა მეტი საქმის კეთება, მეტი სიმწვანე, რეკრეაცია, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტ ადამიანს დავეხმაროთ, მეტი საბავშვო ბაღი აშენდეს … ჩვენი საარჩევნო სლოგანი და დაპირება იქნება „მეტი სიცოხლე ყველა უბანში“. მზად ვარ, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაო, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენი თბილისის ყველა უბანში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა საარჩევნო ბრძოლაში თბილისელების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომ მომცა შესაძლებობა, ჩავერთო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ისევ ვიბრძოლო თბილისის მერობისთვის. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, თბილისელებს იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ამ ოთხი წლის მანძილზე ვგრძნობ. ეს მხარდაჭერა დასაფასებელია და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი ძალისხმევით, ამ ქალაქისთვის განხორციელებული პროექტებით დაგიბრუნოთ უკან სიყვარული, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ,“- აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი: პარადოქსია, ხალხო! ძალადობრივად შემოიჭრნენ სხდომათა დარბაზში და შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ ძალადობაში
Next post შალვა პაპუაშვილი ბოკუჩავაზე: პრობლემა იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ყველანაირი ქცევის მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა ქალია თუ კაცი