შალვა პაპუაშვილი ბოკუჩავაზე: პრობლემა იმაშია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ყველანაირი ქცევის მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა ქალია თუ კაცი

Read Time:1 Minute, 1 Second

პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ყველანაირი ქცევის მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა ქალია თუ კაცი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

პაპუაშვილმა 18 ივლისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასთან მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ გაიხსენა. განაცხადა, რომ მან ბოკუჩავა ადგილიდან განარიდა, რადგან სიტუაციის განვითარების ცუდი მოლოდინი ჰქონდა.

მისი თქმით, საპარლამენტო პროტესტის ფორმები რეგლამენტით გაწერილია და ეს არის პარლამენტის სხდომის ბოიკოტი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში ხშირად მიმართავენ.

„რაც შეეხება ამ დესტრუქციულ ქცევას, აბსოლუტურად მიუღებელია. ადამიანურ დონეზეც კი გასაკვირია, როდესაც მაგიდაზე შემხტარ და მყვირალ ადამიანებს ხედავ.

რაც შეეხება იმ ინციდენტსა თუ ფრაგმენტს, რომელიც კონკრეტულად ქალბატონ თინას შეეხებოდა, მოლოდინი იყო ნებისმიერი პერფორმანსისა თუ დესტრუქციის. ბოლო პერიოდში ვხედავდით საღებავების გადასხმას; მანამდე, წინა მოწვევის პარლამენტში, ვნახეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში რაღაც ნივთიერება დაასხეს. პრობლემა იმაშია, რომ სამწუხაროდ, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ყველანაირი ქცევის მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა ქალია თუ კაცი. ბოლო პერიოდში ქალების მხრიდან ვიხილეთ პოლიციისთვის საღებავების გადასხმა და ასე შემდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

18 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, რა დროსაც უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ხელში აიყვანა და ადგილიდან გაიყვანა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“
Next post თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, სად გავრცელდა „ლამბდა“ შტამი და რამდენად საშიშია ის