პარასკევი, ნოემბერი 14, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, საბოლოო ჯამში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მის დაცვას.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ თავდაცვის უწყების გრძელვადიანი განვითარების პრეზენტაციას, რომელსაც ბატონი მინისტრი წარადგენს. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი დაგეგმვა, თითოეულმა უწყებამ უკვე შეიმუშავა 10-წლიანი განვითარების, ხედვის პირველადი დოკუმენტები და სწორედ ამ დოკუმენტის წარდგენას განვახორციელებთ დღეს.

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მის დაცვას.
მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო. ჩვენ ძალიან ბევრი რამ განვახორციელეთ ამ 1 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა, ძალიან ბევრი საქმე განვახორციელეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ერთად შემუშავებული ის გეგმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ჯარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რა დგას 10-წლიანი განვითარების გეგმის იდეის უკან.

„მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა, თუ რა დგას ამ 10-წლიანი განვითარების გეგმის იდეის უკან. როდესაც მე ვიყავი მინისტრი, მაშინ მქონდა არაერთი შეხვედრა თავდაცვის ძალების იმ დროინდელ მეთაურთან, ბატონ ვლადიმერთან, შემდეგ ბატონ გიორგისთან, ჩემს გუნდთან, ჩემს მოადგილეებთან ერთად ვფიქრობდით, როგორ შეგვემუშავებინა გრძელვადიანი დოკუმენტი, ხედვა, რომელიც იქნებოდა მყარი გარანტია და საფუძველი ჩვენი ჯარის განვითარების. ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამოცანა იყო ის, რომ შეგვექმნა ისეთი ხედვა, დოკუმენტი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა მუდმივ ცვლილებას. ეს არ იქნებოდა დამოკიდებული მინისტრების ცალკეულ ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნებოდა ჯარის, თავდაცვის მიერ შემუშავებული ხედვა, დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა აუცილებელი შესასრულებელი თითოეული მინისტრისთვის, პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. სწორედ აქედან წარმოიშვა ეს იდეა და 6 თვის განმავლობაში პირველი დოკუმენტი შევიმუშავეთ შარშან და სწორედ დღევანდელი დღეც არის ამ მიზნით, რომ ჩვენს მოსახლეობას წარვუდგინოთ ჩვენი ძირითადი ხედვები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

13-14 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ კანონდარღვევის სამი ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული 15 ცალი ოქროს ზოდი (საერთო წონა: 22 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 160 გრამი) აღმოაჩინეს.„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 754 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი ერთი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში, 21 376 ლარით დაჯარიმდა“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

გიორგი ვოლსკი პეტერ ფიშერზე: იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია – ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მედიასთან აცხადებს, რომ პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება დაუშვებელია. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვითარების გამწვავება, ვინაიდან სცენარში სწორედ ეს უწერიათ იმათ რომ გამწვავდეს ვითარება, ახალი დაძაბულობის კერა შეიქმნას - დაპირისპირება გერმანიასა და საქართველოს შორის. იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია. კვლავაც ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.გერმანიამ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის ოქტომბერში გაიწვია. ელჩი თბილისში 6 ნოემბერს დაბრუნდა.

დღეს, 14 ნოემბერს წმინდა მკურნალების კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა – ლოცვა მათ წინაშე საკითხავი

14 ნოემბერს მკურნალი ექიმების – წმინდა კოზმა და დამიანეს ხსენების დღეა. ისინი უანგაროთ, უფულოდ კურნავდნენ ადამიანებს და ანიჭებდნენ ხორციელ და სულიერ ჯანმრთელობას და ამიტომ მათ ასევე ეწოდებათ უვეცხლონი მკურნალნი. ისინი ლოცვითა და ხელის დადებით კურნავდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც, ბოროტ სულებს განასხამდნენ ადამიანებისგან და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ იღებდნენ.მათ ცხოვრებაში არის ერთი საოცარი ამბავი ერთხელ წმინდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა, ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა. მათ მშობელს სურდა, რომ მადლიერება გამოეხატა. მივიდა დამიანესთან და სამი კვერცხი გაუწოდა ყოვლად წმინდა სამების – მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით. წმინდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა. კოზმა ძალიან დაღონდა – მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა. სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. მისი ახლობლები გაუგებრობაში აღმოჩნდნენ – ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმინდა მკურნალი. მაშინ ღვთის ნებით სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია სამი კვერცხი, არამედ ყოვლადწმნიდა სამების სახელითო. ამ დიდი სასწაულის აღსრულების შემდეგ დამიანე დაკრძალეს თავისი ძმის გვერდით. წმინდანი უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. მათი ლოცვით დღესაც უამრავი ადამიანი ინკურნება.ტროპარიწმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ. კონდაკირომელთა მადლნი კურნებათანი მიიხუენით და მიჰფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუენითა მბრძოლთაცა სილაღე დააცხრვეთ, სოფლისა მკურნალნო, საკვირველებათა მიერ.

დონალდ ტრამპი – ვთხოვ გენერალურ პროკურორს, იუსტიციის დეპარტამენტს და დიდებულ პატრიოტებს გამოძიების ფედერალურ ბიუროში, გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობები ბილ კლინტონთან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გენერალურ პროკურორს სთხოვს, გამოიძიოს ჯეფრი ეპშტეინის კავშირები ბილ კლინტონსა და სხვა დემოკრატებთან.დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატები ცდილობენ ეპშტეინის თემის გამოყენებას, რათა ყურადღება გადაიტანონ საკუთარი პრობლემებიდან.„ახლა, როდესაც დემოკრატები იყენებენ ეპშტეინის თაღლითობას, რომელიც დემოკრატებს ეხება და არა რესპუბლიკელებს, რათა ყურადღება გადაიტანონ თავიანთი კატასტროფული გადაწყვეტილებებიდან და ყველა სხვა წარუმატებლობიდან, მე ვთხოვ გენერალურ პროკურორ პემ ბონდის, იუსტიციის დეპარტამენტს და ჩვენს დიდებულ პატრიოტებს FBI-ში, გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობები ბილ კლინტონთან, ლარი სამერსთან, რიდ ჰოფმანთან, ბანკ JP Morgan Chase-თან, მრავალ სხვა ადამიანთან და ინსტიტუტთან, რათა გაირკვეს, თუ რა ხდებოდა მათ შორის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. მედიის ცნობით, ერთ-ერთ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეპშტეინი მაქსველს წერს, რომ ტრამპი „მის სახლში საათობით ატარებს დროს“ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთან ერთად და ტრამპს მოიხსენიებს „ძაღლად, რომელიც არ იყეფება“.დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რაიმე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერაა აგორებული. მედია წერს, რომ დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა, ტრამპის განმარტებით, ისინი 2000-იანი წლების დასაწყისიდან წაკამათდნენ და აღარ მეგობრობდნენ. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობადი პირის სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.

ბილ გეიტსმა გასაუბრების დროს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე საუკეთესო პასუხი გაამხილა

გასაუბრების დროს პოპულარული კითხვა „რატომ უნდა დაგიქირავოთ?“ ბევრ ადამიანს შეიძლება აწუხებდეს . არსებობს სტრატეგია, რომელიც სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი ძლიერი მხარეების ნათლად ჩამოყალიბება.მილიარდერმა Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ბილ გეიტსმა  ვარსკვლავ სტივენ კარისთან ინტერვიუში ამ კითხვის პასუხზე ისაუბრა.მისი თქმით, ეს არის რეალისტური მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე და არა ცარიელ რიტორიკაზე.მილიარდერი გვთავაზობს, რომ არ ჩამოვთვალოთ თქვენი ძლიერი მხარეები, არამედ წარმოვაჩინოთ ისინი.„შეხედეთ ჩემს მიერ დაწერილ კოდს. დროთა განმავლობაში უკეთესი გავხდი“, - თქვა გეითსმა კარიერის დასაწყისის აღწერისას.Microsoft-ის თანადამფუძნებელი ინტერვიუების დროს ზოგადი უნარების ნაცვლად რეალური სამუშაოსა და ტრენინგის მტკიცებულებებზე ფოკუსირებას გვირჩევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოყენებითი უნარების კონკრეტული მაგალითები აბსტრაქტულ ძლიერ მხარეებზე მნიშვნელოვანია.გეითსმა ასევე გვირჩია, რომ არ დამალოთ თქვენი სისუსტეები პოტენციური დამსაქმებლისგან. თუმცა, ეს უნდა შეესაბამებოდეს გუნდის მაღალი შესრულების მაჩვენებლებსა და მიზნებს.„შემიძლია ზედმეტად კრიტიკული ვიყო ჩემი კოლეგების მუშაობის მიმართ, მაგრამ ჩემი მიზანი ამბიციური შედეგების მიღწევაა“, - გააზიარა გეითსმა.გარდა ამისა, მილიარდერმა გირჩიათ, რომ პასუხის ბოლო ნაწილში აჩვენოთ, თუ როგორ შეესაბამება თქვენი ამბიციები კომპანიის გრძელვადიან მიზნებს.

ბოლო სიახლეები