ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას

Read Time:1 Minute, 35 Second

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, საბოლოო ჯამში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მის დაცვას.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ თავდაცვის უწყების გრძელვადიანი განვითარების პრეზენტაციას, რომელსაც ბატონი მინისტრი წარადგენს. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი დაგეგმვა, თითოეულმა უწყებამ უკვე შეიმუშავა 10-წლიანი განვითარების, ხედვის პირველადი დოკუმენტები და სწორედ ამ დოკუმენტის წარდგენას განვახორციელებთ დღეს.

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მის დაცვას.
მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო. ჩვენ ძალიან ბევრი რამ განვახორციელეთ ამ 1 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა, ძალიან ბევრი საქმე განვახორციელეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ერთად შემუშავებული ის გეგმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ჯარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რა დგას 10-წლიანი განვითარების გეგმის იდეის უკან.

„მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა, თუ რა დგას ამ 10-წლიანი განვითარების გეგმის იდეის უკან. როდესაც მე ვიყავი მინისტრი, მაშინ მქონდა არაერთი შეხვედრა თავდაცვის ძალების იმ დროინდელ მეთაურთან, ბატონ ვლადიმერთან, შემდეგ ბატონ გიორგისთან, ჩემს გუნდთან, ჩემს მოადგილეებთან ერთად ვფიქრობდით, როგორ შეგვემუშავებინა გრძელვადიანი დოკუმენტი, ხედვა, რომელიც იქნებოდა მყარი გარანტია და საფუძველი ჩვენი ჯარის განვითარების. ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამოცანა იყო ის, რომ შეგვექმნა ისეთი ხედვა, დოკუმენტი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა მუდმივ ცვლილებას. ეს არ იქნებოდა დამოკიდებული მინისტრების ცალკეულ ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნებოდა ჯარის, თავდაცვის მიერ შემუშავებული ხედვა, დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა აუცილებელი შესასრულებელი თითოეული მინისტრისთვის, პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. სწორედ აქედან წარმოიშვა ეს იდეა და 6 თვის განმავლობაში პირველი დოკუმენტი შევიმუშავეთ შარშან და სწორედ დღევანდელი დღეც არის ამ მიზნით, რომ ჩვენს მოსახლეობას წარვუდგინოთ ჩვენი ძირითადი ხედვები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვლევა: Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია
Next post ჯუანშერ ბურჭულაძე: ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გაწიეთ