პარასკევი, ნოემბერი 13, 2026

ირაკლი კობახიძე – მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მადლობა მერაბს და საბას ღირსებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი სპორტსმენების, მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ირაკლი კობახიძე წერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ და სასამართლომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

„როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა დღეს დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კოორდინაციაში მათი უფლებების სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად. მადლობა მათ, ვინც მერაბისა და საბასთვის საადვოკატო მომსახურებისა და ჯარიმის ხარჯები სრულად დაფარეს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას გულისხმიერებისა და სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის. მათ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება როგორც მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ისე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ სრულიად უღირსი ფორმით დაესხნენ თავს. მერაბს და საბას ვუხდი მადლობას ღირსებისთვის და ვუსურვებ სამომავლო წარმატებებს სპორტულ კარიერაში!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს,...

ვფიქრობთ ჩვენი ერის მომავალზე, მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას მოწამეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მოწამეები არიან ქრისტეს აღდგომის შესახებ ყველაზე დიდი მქადაგებლები.„გილოცავთ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისთვის და სრულიად საქართველოსთვის. როგორც უთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ეს დღე არის ქართველი ერის სულიერი გაბრწყინების და ზეიმის დღე. წმინდა ასი ათასი მოწამე ისევე, როგორც სხვა მოწამეები, არიან დიდება და მშვენება ქრისტიანული ეკლესიის. ისინი არიან ყველაზე ძლიერი ქადაგება მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეზე.მოწამე ნიშნავს მოწმეს და აი, წმინდა მოწამეები სწორედ ამას მოწმობენ, რომ ქრისტეში სიკვდილს არ აქვს არანაირი ძალა, რომ ქრისტეში ჩვენ გვეძლევა მარადიული სიცოცხლე და უკვე აქ, ეკლესიაში, ეკლესიურ საიდუმლოებებში, ლოცვებით ჩვენ ვხდებით მარადიული ცხოვრების მიმღებნი და თანაზიარნი, მონაწილენი. წმინდა მოწამეები კვდებოდნენ ქრისტესთვის, რომ სიკვდილზე მისი გამარჯვების თანაზიარნი გამხდარიყვნენ. წმინდა მამები ამბობენ, რომ მოწამეობა მიწაში ჩავარდნილი მარცვალივით, ქრისტიანობისთვის იქცა იმ თესლად, რომელმაც შემდგომ უხვი ნაყოფი გამოიღო. მართლაც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, აკრძალვების, სიკვდილით დასჯის, ქრისტიანული ეკლესია მაინც მრავლდებოდა, სწავლება ქრისტესი ვრცელდებოდა. ამას პირველი ბიძგი მისცა წმინდა მოციქულთა ქადაგება, რომელთა უმრავლესობამაც, როგორც ქრისტეს ერთგულმა მოწმეებმა, სიცოცხლე დაასრულეს მოწამებრივად. შემდგომ პერიოდებშიც, მიუხედავად სასტიკი დევნისა, სიკვდილით დასჯისა, უფალი ყოველთვის ამრავლებდა ეკლესიაში და მფარველობდა ეკლესიას და ამაში ფასდაუდებელია მოწამეების დამსახურება. მათი ერთგულებით, სიყვარულით შთაგონებული იყო მრავალი ადამიანი. მათი ღვაწლის წყალობით ეკლესიამ შეძლო ამა სოფლისგან მომდინარე სიძულვილის და წარმართობის დამარცხება. ასე იყო წმინდა კეთილმსახური, მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდის პერიოდშიც, ასე იყო შემდგომ პერიოდებშიც, მეოცე საუკუნეშიც, როდესაც ათეისტური ხელისუფლება დამარცხდა ეკლესიასთან ბრძოლაში, ჩამოიშალა და წავიდა.დღეს ჩვენ, მთელი ეკლესია, მთელი ერი, სამღვდელოება, ჩვენი ხელისუფლება, ერთად ვზეიმობთ და აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის თავს და ეკლესია დგას და არსებობს. ღრმად გვწამს, რომ ეკლესია იარსებებს ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე, რადგან დამყარებულია უფალ იესო ქრისტეს უტყუარ სიტყვებზე, მე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა ჩვენ შეგვიწყალა, მოგვიყვანა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად და ჩვენი ვალია შევძლოთ ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების, წმინდანების ხსენებისა, ვისაც დღეს ჩვენ ვადიდებთ და ვიყოთ მემკვიდრენი მისნი უფლისადმი სიყვარულში და ერთგულებაში“, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ყაზახურმა MMA-ორგანიზაციამ საბა ლაზიშვილს კონტრაქტი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შესთავაზა

ყაზახურმა შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციამ NAIZA-მ ქართველ მებრძოლ საბა ლაზიშვილს საკუთარ ორგანიზაციასთან კონტრაქტი შესთავაზა.ამის შესახებ ორგანიზაციამ საბას სოციალურ ქსელში კომენტარის სახით მიმართა.“გამარჯობა! ვნახეთ თქვენი გამბედაობა და სიმშვიდე და აღფრთოვანებული ვართ თქვენი გამოსვლით. გვსურს, შემოგთავაზოთ კონტრაქტი ჩვენს ორგანიზაციასთან. თქვენ შეგიძლიათ, დაუყოვნებლივ იბრძოლოთ ჩემპიონის ტიტულისთვის. მოუთმენლად ველით თქვენგან პასუხს“, – ნათქვამია NAIZA-ს კომენტარში.NAIZA ყაზახური MMA-ორგანიზაციაა, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ტურნირებს ატარებს და საერთაშორისო მასშტაბითაც საქმიანობს.

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ხუთი წლის გიორგი ცქიტიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ოჯახის ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გიორგის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა განუვითარდა და წელიწადნახევრიანი მკურნალობის შემდეგ დაეწყო გაურკვეველი ხასიათის გულყრები.ხუთი წლის გიორგისთვის აუცილებელია მხედველობის მდგომარეობის დამატებით გამოკვლევა, სასწრაფო მკურნალობა და კვლევების მიხედვით დადგენილი დამატებით სამედიცინო ჩარევები, ასევე თურქეთში სამ თვეში ერთხელ გამგზავრება.გიორგის დასახმარებლად საჭიროა 64,000 აშშ დოლარის შეგროვება, რისთვისაც ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.მიმღები: ნინო ბარაბაძე (დედა)„საქართველოს ბანკი“: GE55BG0000000611323211„თიბისი“ ბანკი: GE11TB7309545063300011PayPal: #paypal.me/NutsaBarabadze

გია ვოლსკი – დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა, ვინ უნდა განაგებდეს ამ ტერიტორიას

დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა განაგებდეს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ბრიუსელის აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს.„დაკავშირებადობის ფორუმზე საქართველოს დასახელება, როგორც დაბალი რანგის სტუმარი, საკმაოდ პრობლემურია, რადგან შუა დერეფანში, დაკავშირებადობაში ჩვენს როლს სიდაბლე არ ახასიათებს. საქართველო არის, იყო და მომავალშიც საკვანძო ტერიტორიად დარჩება, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ზოგს სურვილი აქვს, რომ მმართველი მარიოენტული ხელისუფლება იყოს და არა „ქართველი ოცნება“, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს და სერიოზულ შემოტევებს საკმაოდ ხისტადაც პასუხობს. დაკავშირებადობის გლობალურ პროექტში საქართველოს მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემად რჩება ბრიუსელის ხედვა იმასთან დაკავშირებით, ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ტერიტორიას თუ ვინ უნდა განაგებდეს. მათი აზრით, ამ ტერიტორიას მარინენტული ხელისუფლება უნდა განაგებდეს, რომელსაც ნებისმიერი ბრძანების შესრულებისათვის მზადყოფნა აქვს, რომ ცალ ფეხზე დადგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოკრივე ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მან ავსტრალიელი მარლი დოდი 5:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.ტურნირის პირველ შეხვედრაში ისმაილოვმა დომინიკელ მაიკლ რეიესს 4:1 მოუგო. მეოთხედფინალში ლიბანელ რამზი ჰილალს 5:0 სძლია.ნახევარფინალში კანადელმა ლისანდრო გარსია რებელომ ხელის ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო და ისმაილოვი პირდაპირ ფინალში გავიდა.ეს არის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალი. 2018 წელს ბუენოს აირესში ჩემპიონი გახდა გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ბოლო სიახლეები