ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ვინახავდით, როგორც საკუთარს, ამაყი ვარ, რომ პატივს ვცემთ ტრადიციებს და რწმენას
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ვინახავდით, როგორც საკუთარს, ამაყი ვარ, რომ პატივს ვცემთ ტრადიციებს და რწმენას, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის გადაცემის ცერემონია გაიმართა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია როგორც საქართველოსთვის, ისე ინდოეთისთვის.
„ჩემო ქართველო ძმებო და დებო, დღეს არის განსაკუთრებული დღე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ინდოეთისთვისაც. მე მაქვს დიდი პატივი, გადმოგცეთ წმინდა მოწამე ქეთევანის ნაწილი. მე ვთვლი ჩემს თავს დალოცვილად, რომ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში ასეთი კურთხეული აღმოჩნდა. წმინდა ნაწილები დასვენებული იყო წმინდა ავგუსტინეს ეკლესიაში, გოაში მე-17 საუკუნის შემდეგ. იმ უდიდესი სულიერი ღირებულების გათვალისწინებით, რომელსაც წმინდა ნაწილები ფლობდნენ საქართველოს ხალხისთვის, ჩვენ ვინახავდით ამ წმინდა მემკვიდრეობას, როგორც საკუთარს. საპასუხოდ, ეს არის გამოხატულება თბილი და მეგობრული ურთიერთობისა.
ჩვენ განსაკუთრებით მადლობას ვუხდით გოას, ძალიან კარგ ადამიანებს, რომლებიც ასეთი მოწიწებით ინახავდნენ ამ წმინდა სხეულის ნაწილებს და ამ წმინდა საგანძურს. ჩვენ ვართ ამაყი, რომ პატივს ვცემთ ტრადიციებს და რწმენას. წმინდა ქეთევანის მოწამეობა არის ისტორია გამბედაობისა და მსხვერპლშეწირვის. მისი ნაწილები ინდოეთში დაასვენა ორმა ავგუსტინელმა ბერმა, ვინც მოწმე იყო მისი უკანასკნელი ცხოვრების.
წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილების არსებობა ინდოეთსა და საქართველოში არის ხიდი რწმენისა ჩვენ ერებს შორის. იმედი მაქვს, მომავალ წლებში ჩვენი ორივე ქვეყნის შვილები გაივლიან ამ ხიდს, ხიდს სულიერებისა, მშვიდობისა, მეგობრობისა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მეუფე შიოს იმისთვის, რომ საშუალება მომცა, მონაწილეობა მიმეღო ამ წმინდა მოვლენაში“, – განაცხადა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტრენინგი – „ხელოვნური ინტელექტი და ჩვენი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ტრენინგ-პროგრამა „ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩვენი უფლებები“, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის...
პროტესტი პარლამენტთან – აპირებენ თუ არა დემონსტრანტები ღამის გათენებას და რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით
პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. დემონსტრანტები ამაღამ, სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან აღარ გაათენებენ. როგორც, სიტყვით გამოსვლების დროს,...
დემურ გიორხელიძე: დელაკრუა რომ ვიყო, დავხატავდი, ქართველ რევოლუციონერ უფროსი თაობის ქალბატონს, პათეტიკურად რომ გაიძახის “შვილები ევროპულად უნდა გავზარდოო”
"დელაკრუა რომ ვიყო, დავხატავდი, გავაკეთილშობილებდი (ნახატზე) ქართველ რევოლუციონერ საშუალო და/ან უფროსი თაობის ქალბატონს, აი, სულ "შიგ ევროპაში რომ მიდის", პათეტიკურად...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგის მიერ შემუშავებული Meama Versatile-ის დიზაინი გავლენიანი საერთაშორისო კონკურსის – Red Dot Design Award-ის გამარჯვებული გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული და ამავე ფაკულტეტის პედაგოგი ლუკა ჯანჯღავა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი საერთაშორისო...
მთელი ცხოვრება უარყოფდნენ, მაგ ადგილზე 100 ათასი კაცი როგორ დაეტეოდაო, გუშინ კი იგივე ადამიანები ამბობდნენ, იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევაო – მამა შალვა კეკელია
"ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ...