გიორგი ვოლსკი: დასავლეთს მტკიცე პოზიცია ჰქონდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე და ოპონენტების დიდ ნაწილს აქვს ამოცანა, როგორმე სიტუაცია შეატრიალოს
საქართველოში ყოველთვის არსებობდა ლგბტ თემის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. აქციები და კონტრაქციები არც ევროპას უკვირს. მიმდინარეობს აგრესიის პროვოცირება, რომელიც მიგვიყვანს ისეთ დასკვნამდე, რომლებზეც თვითონ საუბრობენ, მაგრამ არავითარი საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ზოგის მოქმედებაში იკითხება კონსპირაცია, ზოგის მოქმედებაში – არა, მაგრამ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, ერთ სურათს ვხედავთ: დასავლეთს საკმაოდ მტკიცე პოზიცია ჰქონდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე, დესტრუქციულ საქმიანობაზე, მკაცრი შეფასებები იყო რუსეთის ინტერესების გატარებაზე და ჩვენი ოპონენტების დიდ ნაწილს, მათ მმართველ რგოლს, აქვს ამოცანა, როგორმე სიტუაცია შეატრიალოს. „პრაიდის“ გამოყენება ამისთვის ყველაზე მოსახერხებელი იყო. ვიცოდით, რომ ზუსტად ამ მიმართულებით წავა ეკლესია და მუშტი-კრივით ეს ადამიანები ეკლესიას კი არ იცავენ, არამედ უფრო დიდ განსაცდელში აგდებენ. გარდა ამისა, საქართველოში ყოველთვის არსებობდა ლგბტ თემის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. აქციები და კონტრაქციები არც ევროპას უკვირს. მიმდინარეობს აგრესიის პროვოცირება, რომელიც მიგვიყვანს ისეთ დასკვნამდე, რომლებზეც თვითონ საუბრობენ, მაგრამ არავითარი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...