შალვა პაპუაშვილი: ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა მოულოდნელი იყო

Read Time:48 Second

რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ეს კვირეული და ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციამ მართა სიტუაცია. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ რომ პოლიციამ ერთმანეთს გაარიდა ორი ჯგუფი და ღონისძიება ჩატარდა. ასევე დღესაც ვნახეთ, რომ ეფექტიანად იმოქმედა პოლიციამ. როდესაც იგეგემება ღონისძიება რისკები არის ცხადად აღქმული და პოლიციას აქვს ინსტრუმენტები, რომ უზრუნველყოს მართლწესრიგის დაცვა, – ამის შესახებ „იმედის ფაქტორში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება გუშინ დილით განვითარებულ მოვლენებს, საღამოს იყო დაანონსებული ღონისძიება, მათ შორის ე.წ. კონტრაქციაც საღამოს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა დილით სპონტანურად მოხდა ეს აგრესიის გამოვლენა. არ მახსენდება თუ ოდესმე მომხდარა ასეთი მასობრივი ძალადობა გამიზნულად ჟურნალისტების მიმართ. ეს წარმოუდგენელი და მიუღებელია ყველანაირად. სპონტანური იყო ეს ძალადობა და მოულოდნელი იყო პოლიციისთვისაც, რადგან ეს რამდენიმე ლოკაციაზე ხდებოდა. ამ ყველაფერს შსს აანალიზებს და წარმოადგენს საკუთარ ანალიზს როგორ მიმდინარეობდა გუშინდელი დღე. დილით შეიკრიბნენ ერთი აქციის მონაწილეები და იქ არაფერი მოასწავებდა, რომ შეიძლებოდა აგრესია ყოფილიყო, არ იყო ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების რაიმე საფრთხე. ჩვენ ვნახეთ გუშინდელი კადრები, პოლიცია როგორ გმირულად იბრძოდა, რომ გაერიდებინა ჟურნალისტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: გუშინდელი და დღევანდელი მოვლენები მხოლოდ იმ ძალების ინტერესებშია, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ
Next post გიორგი ვოლსკი: დასავლეთს მტკიცე პოზიცია ჰქონდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე და ოპონენტების დიდ ნაწილს აქვს ამოცანა, როგორმე სიტუაცია შეატრიალოს