ირაკლი კობახიძე: გუშინდელი და დღევანდელი მოვლენები მხოლოდ იმ ძალების ინტერესებშია, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ

Read Time:1 Minute, 8 Second

ის, რაც გუშინ და დღეს ხდებოდა თბილისში, შედის მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ. სამწუხაროდ, მათ მოახერხეს გარკვეული არეულობის სურათის შექმნა და ეს იყო პირდაპირი განზრახვა, რომელიც კონკრეტულმა ძალებმა სისრულეში მოიყვანეს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ დაშავდნენ ჟურნალისტები და ვერ მოხერხდა ინციდენტების აღკვეთა.

„რამდენადაც ვიცი, ხვალ იგეგმება შსს-ში დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა, თუ რა იყო ამ ინციდენტების მიზეზი და რატომ ვერ მოხერხდა მისი აღკვეთა. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, იყო ერთგვარი პროვოკაციული განზრახვა, რასაც მოჰყვა მოვლენების ასეთი განვითარება. ყველამ ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული განწყობები. ვიღაცას შეიძლება რაღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ საზოგადოების ამა თუ იმ სეგმენტის და მით უმეტეს, უმრავლესობის განწყობას ყველამ სცეს პატივი. საზოგადოების უდიდეს უმრავლესობაში ჩამოყალიბებულია განწყობა, რომ პრაიდი, როგორც ღონისძიება, არის მიუღებელი. ისინი ამას შეურაცხყოფად აღიქვამენ. როდესაც ცდილობ, ამ აღქმის წინააღმდეგ ერთგვარი იდეოლოგიური ძალადობით წახვიდე, ეს არის პრობლემა. ეს ქმნის რისკებს, რაზეც ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაზეც ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებდით – ვერ მოხერხდა ინციდენტების აღკვეთა, ესკალაციის თავიდან აცილება. პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრებათ როგორც კონკრეტულ მოძალადეებს, ასევე მათ, ვისაც ჩვენ ვაფრთხილებდით, თუმცა მათ მაინც არ თქვეს უარი საკუთარი ღონისძიებების ჩატარებაზე. ყველას გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, მაგრამ ამ უფლებებთან ერთად არსებობს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შენი უფლებები უნდა განახორციელო სხვათა უფლებების პატივისცემის შესაბამისად. ასე მოქმედებენ პასუხისმგებლიანი ადამიანები ყველა განვითარებულ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ გაუმჭვირვალედ პროცესების წარმართვის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, სურვილი რომც გვქონდეს
Next post შალვა პაპუაშვილი: ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა მოულოდნელი იყო