დავით სერგეენკო: მხოლოდ ადეკვატურ და გარდაუვალ სასჯელს შეუძლია, აგვაცილოს მსგავსი შემთხვევების განმეორება

Read Time:33 Second

გუშინ 55 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შეძრული ვარ იმით, რაც გუშინ ვნახე, და ყველა ადამიანმა, უკლებლივ ყველამ, პასუხი უნდა აგოს ჩადენილ საქციელზე, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„გუშინ 55 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რთულია, ამას რაღაც სახელი დავარქვა ან კლასიფიკაცია მივცე, გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელი და მიუღებელია. შეძრული ვარ იმით, რაც გუშინ ვნახე, ანალოგიური რამ არასდროს მომხდარა. ყველა ადამიანმა, უკლებლივ ყველამ, პასუხი უნდა აგოს ჩადენილ საქციელზე. რატომ ვერ შეძლო სახელმწიფომ ამ ინციდენტების პრევენცია? ხვალ შსს წარმოადგენს სრულ ანგარიშს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, რისი თავიდან აცილება შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა. ამ ვითარებაში მხოლოდ ადეკვატურ და გარდაუვალ სასჯელს შეუძლია, აგვაცილოს მომავალში მსგავსი შემთხვევების განმეორება“, – განაცხადა სერგეენკომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: დასავლეთს მტკიცე პოზიცია ჰქონდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე და ოპონენტების დიდ ნაწილს აქვს ამოცანა, როგორმე სიტუაცია შეატრიალოს
Next post კახა კუჭავა – მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება