კახა კუჭავა – მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება

Read Time:24 Second

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება და ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშას აღმართავს.

„მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – აცხადებს კახა კუჭავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო: მხოლოდ ადეკვატურ და გარდაუვალ სასჯელს შეუძლია, აგვაცილოს მსგავსი შემთხვევების განმეორება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი პრიორიტეტია