პარასკევი, სექტემბერი 11, 2026

ილია მეორე: ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია

დღევანდელ დღეს მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“ჩვენმა ეკლესიამ გადაარჩინა ქართული სარწმუნოება, ქართული კულტურა, ქართული ენა და დამწერლობადღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს კლდესა ზედა ავაშენო ეკლესია ჩვენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე, მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი“,- აღნიშნა პატრიარქმა.

დიდმარხვის პირველ კვირას, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს, კერძოდ ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას.

ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.

ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმბრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასწაულობს.

დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 50-ე დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება, რომელიც 8 აპრილს აღინიშნება. დღეს ასევე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს, - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.ევროკომისიამ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, რომლითაც უკრაინა Patriot-ის სისტემებისთვის PAC-3-ის ტიპის რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალას, დრონებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს შეიძენს.ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინა Patriot-ის სისტემების აღჭურვილობის შეძენას შეძლებს, რათა რუსეთის თავდასხმებისგან თავი უკეთ დაიცვას.„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა, რათა უკრაინას თავდაცვის სხვადასხვა საშუალების შეძენაში დავეხმაროთ. ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან და ნატო-სთან ერთად, უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სგპ “სარფის” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 642 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ექვსივე კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით, დაჯარიმდა და ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

თბილისში კვების რამდენიმე ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს.„ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა თბილისში, აღმაშენებლის #36-ში მდებარე რესტორანში შპს „ბეთული“ (ს/კ 404727246); ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტში; გარდა ამისა, დაფიქსირდა ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა, კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც შპს „ბეთული“ დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა.ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის, კრიტიკული შეუსაბამობისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა ასევე შპს „ფუდაჰოლიკს“ (ს/კ 436059113), რომელიც 26 მაისის მოედანზე მდებარეობს.არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ინდივიდუალური მეწარმე უ. მ-ის საშაურმეს (ქეთევან დედოფლის გამზირი 65), შპს „სომხურ ეზოს“ (ს/კ 404809132; ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას N7ა), შპს „ევროზია ითს ბრაზერსს“ (ს/კ 402369405; ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 112), შპს „ინდურ ზაიკას“ (ს/კ 406541470, ქ. თბილისი, ახმეტის ქუჩა 14) და ინდივიდუალური მეწარმე ჰ. ს-ის ობიექტს (ქ. თბილისი, გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16), შპს „ნიუ ქარიპოტს“ (ს/კ 400456396, ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 47/49), შპს “არქეი რესთორანთ 02”-ს (ს/კ 405554684; ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N6), შპს „როიალ ქითჩენ ისანს” (ს/კ 405794868; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N76, შპს “ელაკკას” (ს/კ 406499294; ქ. თბილისი, აწყურის ქუჩა N19ა), შპს „მაუჯ ექსპრესს“ (ს/კ 405869074, ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 19ა) და შპს “რესტორან სეულს” (ს/კ 405185428, ქ. თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N7).განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო ინდივიდუალური მეწარმე ი. შ (თბილისი, პეკინის 31ბ) და შპს „იომი 1977“ (ს/კ 404747716; ქ. თბილისი, გამრეკელის ქ. 3) 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდნენ.მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გურამ მაჭარაშვილი – მარტა კოსი ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, აშშ-ს, მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და გაგაწევრიანებთო

რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი გადაწყვეტს, რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში, როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მარტა კოსი აჟღერებს ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს.მარტა კოსი აჟღერებს ევრობიუროკრატიის პოზიციას და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, შეერთებულ შტატებს, ამის მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და მერე გაგაწევრიანებთო.ახლა რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი – გადაწყვეტს რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო. მათ შორის აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ბოლო თვეებია, ნელ-ნელა ნაბიჯები იდგმება პარტნიორობის აღდგენისკენ. გვეუბნება რომ იმ მოძრაობას დაუპირისპირდი, რომელიც არის დაფუძნებული დღევანდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ – ესაა ზუსტად ის გზავნილი, რომ რეალურად თუ გინდა შემოდი, როგორც მონა თუ არადა მაშინ არ შემოგიშვებ.რეალურად ჩვენ რასაც ვამბობდით „ხალხის ძალა“ წლების წინ, რეალურად იგივე თქვა ახლა მარტა კოსმა, უბრალოდ ამას ამბობდნენ კულისებში და ახლა უკვე ამბობენ საჯაროდ. მარტო ისლანდიის მაგალითი რად ღირს, როდესაც ამ სახელმწიფომ და იქ შემავალმა საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაერთიანდეს ევროკავშირში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ.

მზია ამაღლობელი – მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია

რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია , - ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წერილში წერს, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს.ამაღლობელი მიმართავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები მათ ხელშია, თავად კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაელოდება და იმ დღეს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მისგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.ასევე, ამაღლობელი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, რომ ისიც დაელოდოს ევროსასამართლოს მის მიერ მიღებულ „რეპრესიულ” კანონმდებლობაზე მართლმსაჯულებას.„გუშინდელი ბრიფინგი პარლამენტში უსინდისობის დემონსტრირება იყო და სხვა არაფერი. რეჟიმს მორალი არ აქვს – იმ უსამართლო განაჩენზეც კი არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება, რითაც ციხეში გამოგვკეტეს საქართველოს სახელით და საზოგადოებისთვის საშიში პირებად, კრიმინალებად გამოგვაცხადეს.ხელს ბრიუსელისკენ და ევროპელი დიპლომატებისკენ იშვერენ. გრცხვენოდეთ. მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება – ღირსების განცდაც საკმარისია.ჩემი საკანი სავსეა გაყალბებული ოქმებით, ცრუ მოწმეების ჩვენებებით, უკანონო ბრალდებებით და სასამართლო გადაწყვეტილებებით, პატიმრობა და დამცირებისთვის ორი წელი საკმარისი თუ არ არის, არ გაგიჭირდებათ, ამჯერადაც რამეს მოიფიქრებთ, თუ მოინდომებთ ციხეში ჩემს ჩატოვებას.ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები თქვენ ხელშია.მე კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაველოდები, იმ დღეს დაველოდები, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ჩემგან გაწნილი სილის ბრალდებისა და სასჯელის კანონიერებაზე იმსჯელებს.თქვენც დაელოდეთ ბატონო პაპუაშვილო, თქვენ მიერ მიღებული რეპრესიული, რუსული კანონების სამართლიანობასა და მართლზომიერებაზე, კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პროცესებთან შესაბამისობაზეც იმსჯელებს ევროსასამართლო“, - წერს ამაღლობელი წერილში.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში აღარავინ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო და დასძინა: "რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! - ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია".

ბოლო სიახლეები