ილია მეორე: ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია

Read Time:1 Minute, 2 Second

დღევანდელ დღეს მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“ჩვენმა ეკლესიამ გადაარჩინა ქართული სარწმუნოება, ქართული კულტურა, ქართული ენა და დამწერლობადღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს კლდესა ზედა ავაშენო ეკლესია ჩვენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე, მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენი ეკლესია არის მებრძოლი ეკლესია. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი“,- აღნიშნა პატრიარქმა.

დიდმარხვის პირველ კვირას, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს, კერძოდ ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას.

ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლობაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.

ამასთან, 842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმბრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასწაულობს.

დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 50-ე დღეს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება, რომელიც 8 აპრილს აღინიშნება. დღეს ასევე ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე შესაძლოა, ევროკავშირში იმსჯელონ
Next post იტალიაში კლუბში ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა