მიხეილ ყაველაშვილი: გარანტიას გაძლევთ, თუ საქართველოს მოსახლეობის 50% სპორტში იქნება ჩართული, ჩვენი ქვეყანა იქნება წარმატებული
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ სპორტის სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ მმართველი ძალის მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ სპორტი ყოფილიყო წარმატებული.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ახალგაზრდას ჰქონდეს თავისი ნიჭის თვითრეალიზების საშუალება, ეს გარემო და შესაძლებლობები უნდა შევქმნათ და ამაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ. აქ არ შეიძლება პარტიულობის ნიშნით დაყოფა, ამისთვის გთავაზობთ თანამშრომლობას. რაც შეეხება სპორტს, 2012 წლის შემდეგ ჩვენი მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომ სპორტი ყოფილიყო წარმატებული. კვირა არ გავა, ჩვენი სპორტსმენები რომ არ გვასახელებდნენ და ეს დიდი სიხარულია. სპორტი ხომ ყველას გვაერთიანებს, შეუძლებელია აქაც დაყოფა. ამიტომაც გვინდა, რომ სპორტის როლი კიდევ უფრო გაიზარდოს. აქ ისაუბრეს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაზე, გამოწვევა გვაქვს კრიმინალური სიტუაცია, არა გადამდები დაავადებები, მერწმუნეთ, ამის დასაძლევად ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი წარმატებული ქვეყანა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ჩართული სპორტში და ჯანსაღი ცხოვრებით არ ცხოვრობს.
„ჩვენ კი სად ვართ? 20-22%-ია სპორტით დაკავებული და დაახლოებით, ჩვენი მოქალაქეების 80% ცხოვრობს უმოძრაოდ. სპორტი ნებისმიერ სფეროსთან არის გადაკვეთაში, ჯანდაცვა, განათლების ხარისხი პირდაპირ მიესადაგება სპორტს, ასევე, კრიმინალი და უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის იმიჯი, ტურიზმი, ყველგან კვეთაშია ჯანსაღი ცხოვრება. ეს არ არის მარტო ერთი სამინისტროს პრეროგატივა.
მინდა, რომ სპორტი სხვა აღქმით დავინახოთ, – არა სპორტის განვითარება, არამედ სპორტით განვითარება ქვეყნის. გარანტიას გაძლევთ, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 50% იქნება სპორტში ჩართული, საქართველო იქნება წარმატებული, პროფესიულ სპორტში ეს მედლები გაორმაგდება და გასამმაგდება. ამიტომ მოგიწოდებთ, შევიმუშაოთ სპორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს წარმატებული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...